voetbalkrant.com: ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ჩაკვეტაძემ გოლის გატანა გაიხსენა

AutoSharing Option
26 ოქტომბერს გიორგი ჩაკვეტაძემ "შარლეუასთან" მოგებულ (2:1) მატჩში დუბლის შეასრულა და გუნდს სამი ქულა მოუტანა, მანამდე კი "ოსტენდესთან" (4:0) მატჩშიც გაიტანა გოლი.

ქართველის წარმატებულ თამაშს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ბელგიური voetbalkrant.com-ისგან, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძის წარმატებულ თამაშს ახალ მთავარ მწვრთნელს უკავშირებს.

"გენტმა" გამარჯვება გიორგი ჩაკვეტაძის გოლებით მოიპოვა. ქართველი ვანდერჰაიგის დროს უკვე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო, ტორუპის მწვრთნელობისას კი მან გოლის გატანაც გაიხსენა." - ვკითხულობთ ვებ-გვერდზე.

ახალგაზრდა ქართველმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი გუნდი ბელგიის
ჩემპიონატში მე-5 პოზიციას იკავებს.

მომზადებულია voetbalkrant.com-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ელამი იარემჩუკი მომენტებს რო იყენებდეს ჩაკვეს 2 მაგივრად 6 საგოლე პასი მაინც უნდა ცონდეს გაკეთებული.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული