ქართველების "ტობოლმა" ჩემპიონი "ასტანა" დაამარცხა

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში ნიკა კვეკვესკირის და ჯაბა კანკავას "ტობოლმა" "ასტანა" მიიღო და 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი აზატ ნურგალიევმა შეხვედრის 59-ე წუთზე გაიტანა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა, ჯაბა კანკავა კი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

"ასტანა" "ტობოლს" ჩემპიონის სტატუსით ეწვია, მათ პირველობა პრემიერლიგის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაიფორმეს, რაც შეეხება ქართველების გუნდს ამ გამარჯვებით მათ მესამე ადგილი და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდეს.

altნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის პრემიერლიგის 30-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
უბანში თამაშობენ?
ტობოლს ასეთი ცუდი სტადიონი რატომ აქვს?
ლევანი
04:11 29-10-2018
0

სიახლეები პოპულარული