InStat-მა "შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში დონეცკური გუნდის 7 ფეხბურთელია.
27 ოქტომბერს "შახტარმა" კიევში "არსენალი" 3:0 დაამარცხა, ხოჭოლავამ კი შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშა.
მან მიმდინარე პირველობის 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
"მეშახტეები" 35 ქულით ჩემპიონატის ლიდერები არიან და მეორეადგილოსან კიევის "დინამოს" 5 ქულით უსწრებენ.