გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ გაიტანა გოლი, "გენტი" კი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ოქტომბერს ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "გენტი" სტუმრად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან "მუსკრონთან" 1:3.

არადა, წინა ტურში გაცილებით ძლიერი "შარლერუას" ძლევის (2:1) შემდეგ ასეთ შედეგს არავინ არ ელოდა.

სტუმართა გუნდის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე გაიტანა გოლი.

შეგახსენებთ, "შარლერუასთან" მატჩში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მან თავის კლუბში ბოლო 3 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, საქართველოს ნაკრებშიც გაიტანა გოლი.

"გენტი" 20 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 3 ნოემბერს "კორტრიკს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ტულის არსენალს ან გაზოვიკს მოუხდებოდა.
გელა
23:15 31-10-2018
6
ის ლიმბომბეა თუ ვინც არის აშკარად არ აძლწვდა პასებს მეცხრე ნომერი და უნდოდა თვითონ ყოფილიყო ყურადღების ცენტრში და ლიდერად წარმოეჩინა თავი, და მარცხენა მცველი ვინც არის ნომინალური, კაპიტანი როა ეგეც არ აზლევდა პასებს, თან აი მაგას ვამჩნებ ძალიან დიდი ხანია მე პირადად რაც თამაშებს ვუყურებ გენტისას, და რო შეცვალეს ლიმბომბე აშკარად ძალიან ცუდი რეაქციები ქონდა.
de bruyne
15:09 31-10-2018
0

სიახლეები პოპულარული