ბელგიური სპორტული სააგენტო Voetbal24.be გიორგი ჩაკვეტაძეზე კიდვ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი ძალიან მალე "გენტის" ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება.
"გენტმა" რამდენჯერმე მოახერხა ფეხბურთელის მაღალ ფასად გაყიდვა, მაგრამ, როგორც ჩანს, აბსოლუტური რეკორდი გველოდება. გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა უკვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდში. ყველა თანხმდება
სანამ ბელგიაში გადმოვიდოდა, "ბაიერნი" უკვე იბრძოდა მის შესაძენად და როცა "ხარებთან" კონტრაქტი გააფორმა, ევროპული გიგანტებისგან კონტაქტი არც მას შემდეგ შეწყვეტილა. "გენტმა" იგი შეინარჩუნა, რადგან კარგად იცოდნენ, რომ გიორგი აუცილებლად განვითარდებოდა.
საქმეც ამაშია, გიორგი უფრო და უფრო უკეთესი ხდება და მისი ფასიც იზრდება. "გენტმა" თბილისის "დინამოს" 1.5 მილიონი ევრო გადაუხადა, დღეს კი მისი ფასი უკვე 5 მილიონია.
ბელგიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ მალე ჩაკვეტაძის უცხოურ კლუბში გაყიდვით "გენტის" ყველა დროის რეკორდს მოხსნიან, რომელიც სვენ კუმსს ეკუთვნის, როცა ის 9 მილიონად "უოტფორდში" გადაბარგდა. ეს რეკორდი აუცილებლად მოიხსნება" - წერს Voetbal24.be.
გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ გაიტანა გოლი, "გენტი" კი დამარცხდა [VIDEO]
"ჩაკვეტაძემ გენიოსივით ითამაშა" – ქართველის ზედიზედ მეორე სიმბოლური
walfoot.be: ჩაკვეტაძე პატარა პრინცი და გენიოსია - აზარს ჰგავს