"ურალის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია თვლის, რომ 4 ნოემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში "სპარტაკის" დამარცხება შეუძლიათ.
"სპარტაკში" რთული სიტუაციაა - მწვრთნელი ახლახან წავიდა, ახალი დამრიგებელი ჰყავთ. ეს ჩვენთვის ურიგო შანსი როდია. შეგვიძლია მათი არეულობით ვისარგებლოთ და მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვოთ.
თასზე კარგად ვითამაშეთ, შემდეგ ეტაპზე გავედით. რა თქმა უნდა, 120 წუთი ასპარეზობა დამღლელი იყო, მაგრამ იმედია ბიჭები ძალებს აღიდგენენ. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა, ყველას ერთმანეთი უყვარს. ერთი სიამოვნებაა ამ ბიჭებთან ერთად ყოფნა", - განუცხადა ჭანტურიამ კლუბის საიტს.
გიორგიმ ტრავმა მოირჩინა, "ნიჟნი ნოვგოროდთან" თასზე
დამატებით დროში შევიდა შეცვლაზე და საგოლე გადაცემა გააკეთა.
გიორგიმ ტრავმა მოირჩინა, "ნიჟნი ნოვგოროდთან" თასზე
სხვათა შორის, "ურალი" და "სპარტაკი" თასის 1/4 ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.