ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობაზე პირველი გამოცდა ჩააბარა - მას ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესტონეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ტალინის "ფლორას" თავდამსხმელმა ზაქარია ბეგლარიშვილმა განაცხადა, რომ მათ მოქალაქეობაზე პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ახლა მეორე გამოცდა უნდა ჩააბაროს ესტონურ ენაზე და მოქალაქეობასაც მიიღებს.

მას ამაში აქტიურად ეხმარება იქაური ფეხბურთის ფედერაცია.

ბეგლარიშვილი ამბობს, რომ 8 წლის წინ მარტო ჩავიდა ამ ბალტიისპირულ ქვეყანაში. არ ეგონა, თუ იქ ამდენი ხანი გაჩერდებოდა. ესტონეთს თავის მეორე სამშობლოდ თვლის და უბრალოდ ვალდებულია, მათი ენა იცოდეს.

მან თქვა, რომ როდესაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ზოგი ამას გაგებით შეხვდება, ზოგი - არა, ყველას თავისი
აზრი აქვს და მოხარული იქნება, თუ ასეთი რამ მოხდება.

პორტალი postimees-ი მას ახასიათებს, როგორც კარგ პიროვნებას და სანიმუშო სპორტსმენს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
პირველ რიგში, მივმართავ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს, ათასი .ლე და მაიმუნმა ითამაშა ნაკრებში და ამ საყვარელი კაცისთვის როგორ ვერ მონახეთ ადგილი? თქვენი ჩამწყობი, კორუმპირებული, უსინდისო ცხოვრება რა ვთქვი.. წლების წინ მახსოვს ოლიმპიკში ვარჯიშობდა ჯიქიაზე, ჩემს პატარა მეგობარს გავყევი, ზახარათი მიმართავდნენ და გამორჩეულად კარგი ბიჭი იყო, სწრაფი, ტექნიკური, მხიარული, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა. მემგონი მერე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ ახლაღა ამ ვიდეოთი გავიგე ამ კაცზე ბოლო ამბები, მანამდე ვერ მივადენვე თვალი სად და როგორ იყო.

მეორე, თვითონ ზახარას მინდა მივმართო, ოქრო კაცი ხარ, ჭირიმე შენი, ამ მწვადი და ხინკალით ჩასიებულ, მენტალურად დეგრადირებულ, სრულიად გამო..ლევებული ხალხის კომენტარებს ყურადღება არ მიაქციო. ამათმა რა იციან უცხო ქვეყანაში დამკვიდრება, პატივისცემის მოპოვება, კარიერის გაკეთება რა რთულია, შენ ყოველთვის ქართველი იქნები და ისიც მესმის რომ ესტონეთს მეორე სამშობლოდ მიიჩნევ. მაგ ქვეყანამ მოგცა შანსი განვითარების, წინ წასვლის, შენი ოცნებების ახდენის და ერთი წუთით არ იფიქრო რომ რამე არასწორს აკეთებ. ოქრო ბიჭი ხარ, ეგრე ლაღად და გახსნილად მიწექი საქმეს და ყველაფერი კარგად იქნება. ეს ჩვენი მთავარი ძღნერი ქვეყანა კიდე ჩვენია რა, სადაც არ უნდა ვიყოთ, ხოდა შენი მანდ წარმატებით და ამ კარიერით ძაან დიდ საქმეს უკეთებ საქართველოსაც იცოდე. მარტო მომპარავი, რეგვენი, მაჩო, მოკრიმინალო მასტები რომ არ ცხოვრობენ საქართველოში შენი მაგალითით ხვდებიან და სულ სხვა პერსპექტივას უხსნი ესტონელებს საქართველოზე.

მოკლედ წარმატებები ბევრი!
ლაშა
16:39 10-11-2018
0
ეტყობა კარგი პიროვნებაა და რაც მთავარია შრომის მოყვარე.სწორია იქაურ ენას რომ სწავლობს.უნდა იცოდე იმ ქვეყნის ენა სადაც ცხოვრობ და მუშაობ.წარმატებები
კახა ქირია
16:32 10-11-2018
0

სიახლეები პოპულარული