უნგრეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემია" ბუდაპეშტში 2:3 დამარცხდა მტკ-სთან.
ამ შეხვედრაში არაბულმა გოლი გაიტანა. მან გასულ ტურში "დიოშდიორის" კარიც დალაშქრა.
მის ანგარიშზე ქვეყნის პირველობის 11 მატჩში გატანილი 3 გოლია.
"პუშკაშ აკადემია" 14 ქულით სატურნირო ცხრილში 12-გუნდიან ჩემპიონატზე მე-9 ადგილზეა და 24 ნოემბერს "სომბათჰეის" მასპინძლობს.