ნიკა კვეკვესკირმა გოლი 56-ე წამზე გაიტანა

AutoSharing Option
ყაზახეთის პრემიერლიგის 33-ე ტურში "ტობოლმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა პეტროპავლოვსკის "ყიზილჟარი".

ამ შეხვედრაში ანგარიში 56- წამზე ნიკა კვეკვესკირმა გახსნა. ის 67-ე წუთზე ჯაბა კანკავამ შეცვალა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "ტობოლმა" მესამე ადგილი გაინაღდა და მის ფეხბურთელებს ბრინჯაოს მედლებს გადასცემენ.

"ყიზილჟარი" კი, რომლის ღირსებასაც გიორგი ფოფხაძე და შოთა გრიგალაშვილი იცავენ, პრემიერლიგიდან გავარდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული