გუშინ ესპანური "სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და ანდორის მატჩს "ბარსელონას" სკაუტები გიორგი ჩაკვეტაძეზე დასაკვირვებლად დაესწრებიან, სხვა გავლენიანი სპორტული სააგენტოებიც გამოეხმაურნენ.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო სპორტულ პორტალ ESPN-ზე ვკითხულობთ:
"ბარსელონა" დიდ ყურადღებას იჩენს 19 წლის ქართველი შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ, რომელმაც დიდი პროგრესი განიცადა და ბელგიაში, "გენტის" რიგებში შესანიშნავი სეზონი აქვს".
დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე ანდორა საქართველოს ნაკრებს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბის სკაუტები შეხვედრას გიორგი ჩაკვეტაძეზე დასაკვირვებლად დაესწრებიან.
13:18 15-11-2018
Sport-ის შემდეგ ESPN: ბარსელონა ყურადღებას იჩენს ჩაკვეტაძის მიმართ, მას დიდი პროგრესი აქვს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მაგრად მგონია ჩაკვე ბარსაში უფრო მაგრად ათამაშდება!
5
1
ასეთი სტატია სასიამოვნოა გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ხშირად ცუდად მოქმედებს ფეხბურთელებზე, ჟურნალისტებიც ისეთ აჟიოტაჟს ქმნით თითქოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრიდან მესის მხარდამხარ მოუწევს თამაში... ნეტავ მართლა მიაღწიოს მაგ დონეს, წარმატებებს ვუსურვებ გიორგის :)
6
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული