Sport-ის შემდეგ ESPN: ბარსელონა ყურადღებას იჩენს ჩაკვეტაძის მიმართ, მას დიდი პროგრესი აქვს

AutoSharing Option
გუშინ ესპანური "სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და ანდორის მატჩს "ბარსელონას" სკაუტები გიორგი ჩაკვეტაძეზე დასაკვირვებლად დაესწრებიან, სხვა გავლენიანი სპორტული სააგენტოებიც გამოეხმაურნენ.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო სპორტულ პორტალ ESPN-ზე ვკითხულობთ:

"ბარსელონა" დიდ ყურადღებას იჩენს 19 წლის ქართველი შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ, რომელმაც დიდი პროგრესი განიცადა და ბელგიაში, "გენტის" რიგებში შესანიშნავი სეზონი აქვს".

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე ანდორა საქართველოს ნაკრებს მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბის სკაუტები შეხვედრას გიორგი ჩაკვეტაძეზე დასაკვირვებლად დაესწრებიან.

altsport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად

ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგრად მგონია ჩაკვე ბარსაში უფრო მაგრად ათამაშდება!
გიორგი
15 ნოემბერი 2018 20:01
1
ასეთი სტატია სასიამოვნოა გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ხშირად ცუდად მოქმედებს ფეხბურთელებზე, ჟურნალისტებიც ისეთ აჟიოტაჟს ქმნით თითქოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრიდან მესის მხარდამხარ მოუწევს თამაში... ნეტავ მართლა მიაღწიოს მაგ დონეს, წარმატებებს ვუსურვებ გიორგის :)
გიორგი
15 ნოემბერი 2018 14:40
2
გიო გააფორმე კონტრაქტი მაგრამ 2 წლიანი იჯარით რომელიმე ესპანურ საშუალო დონის გუნდში მოთხოვე გაგიშვან რომ ცოტა კიდე გაიზარდო და რომ მიხვალ ბარსელონაში ძირითადზე კონკურენცია გაგიწიონ და არა შენ გაუწიო ვინმეს კონკურენცია. ეს მაინც გამომიქვეყნეთ
roma
15 ნოემბერი 2018 14:31
1
დიდი ხანია ბარსას ვგულშემატკივრობ, არ მგონია აიყვანონ და გიორგის მანდ გადასვლა ჯერ არც უნდა გვინდოდეს, ნაადრევია, სკამზე დასვამენ. ამ ეტაპზე სჯობს გიორგის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს,ფიზიკურადაც მომაგრდეს და მერე ჩვენი ოცნებაც ეგ არის საქართველოს სასახელოდ რაც უფრო ძლიერ კლუბებში ითამაშებენ ჩვენი ბიჭები.
პეტრე
15 ნოემბერი 2018 14:20
1
წყაროს ლინკს რატომ არ უთითებთ? სიტყვაზე დაგიჯეროთ?
მარსელ დესაი
15 ნოემბერი 2018 14:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული