გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის უარყოფითი და დადებითი მხარეები

AutoSharing Option
უკვე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება გიორგი ჩაკვეტაძის კატალონიურ კარიერაზე, საუბარი მის გადასვლაზე "ბარსელონაში" არათუ ზაფხულს, არამედ იანვარსაც დაუკავშირეს.

რეალურად კი ფაქტია, რომ ჩაკვეტაძეს აკვირდებიან და ამას "გენტიც" ადასტურებს. თუმცა რა სახის ინტერესია და ვის სურს კონკრეტულად "ბარსელონაში" მისი დამატება უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩაკვეტაძის შეძენას აქტიურად უჭერს მხარს ბლაუგრანას ყოფილი თავდამსხმელი და მწვრთნელი კარლეს რექსაჩი, რომელიც ახლა კლუბში სკაუტად მუშაობს და არ გამოვრიცხოთ რომ ანდორაშიც იმყოფებოდა. ავღნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ რექსაჩის მწვრთნელობის დროს "ბარსელონამ" ლიონელ მესი დაიმატა.

თუმცა მოდი განვიხილოთ ამ ტრანსფერის
დადებითი და უარყოფითი მხარეები. ნაკლებად დასაჯერებელია ის ფაქტი, რომ "ბარსელონა" დღესდღეობით გიორგის არათუ ძირითადი შემადგენლობისთვის, არამედ სათადარიგო შემადგენლობისთვის მაინც განიხილავდეს, მითუმეტეს იმ ფონზე რომ არც ჩაკვეტაძეა ამისთვის მზად. სულ, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, "ბარსელონას" სკამზე 105 მილიონიანი უსმან დემბელე ზის.

რა იქნება სავარაუდო სცენარი თუ ჩაკვეტაძე იანვარში "ბარსელონაში" გადავა? კლუბი მას მეორე გუნდში გაუშვებს ან საუკეთესო შემთხვევაში ნორმალურ ევროპულ კლუბში გაანათხოვრებს. შეიძლება "გენტშიც" დატოვოს და უბრალოდ მისი სატრანსფერო უფლებები შეისყიდოს. ისე ეს შესაძლო ტრანსფერი ძალიან ჰგავს მარტინ ოდეგაარდის ამბავს, რომელიც "რეალის" მიერ ამჯერად ჩვენთვის კარგად ნაცნობ "ვიტესშია" განათხოვრებული. საერთოდ მსგავსი ფაქტები დადებითად არ სრულდება, კლუბში მუდმივად იცვლება მწვრთნელები, სკაუტები და ხელმძღვანელობა, ხოლო განათხოვრებული ფეხბურთელები ხშირად გაურკვევლობაში ხვდებიან და მათი გზა არც თუ ისე დადებითად გრძელდება.

"გენტს" ჩაკვეტაძე იმისთვის არ უყიდია, რომ მასთან ერთად წარმატებებს მიეღწია. ბელგიურმა კლუბმა ის მხოლოდ იმისთვის შეიძინა, რომ ძვირად გაეყიდა. ამავდროულად მომავალი ტრანსფერიდან თბილისის "დინამო" 50%-ს მიიღებს და ბელგიელები კი მას საკმაოდ ძვირ ფასს დაადებენ და მისი სატრანსფერო უფლებებით მაქსიმალურად ივაჭრებენ. მათთვის არ ექნება მნიშვნელობა "ბარსელონა" იქნება თუ "შახტარი", მთავარი იქნება მეტი სარგებელის მიღება.

რაც შეეხება დადებით ასპექტებს. რამდენიმე დღეში გიორგი ჩაკვეტაძე ყველამ გაიცნო, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი თვით "ბარსელონა" არის დაინტერესებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის ყველა წამყვანმა სკაუტმა მისი გვარი მოინიშნა და თუ გიორგი ჩაკვეტაძე მოეწონებათ, ისინიც დაიწყებენ ნადირობას და ბლაუგრანასთან კონკურენციას. სავარაუდოდ კლუბების სია მალე გაიზრდება და არჩევანიც დიდი იქნება.

მთავარია გიორგიმ ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციოს და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს, თორემ ამ ყველაფერმა შეიძლება გარკვეული სახის ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს. ახლა მისი მომავალი მის ხელშია, თუ მოინდომებს შეძლებს ყველა სტადიონზე ეს "სანტიაგო ბერნაბეუ" იქნება თუ "ალიანს არენა" კარის ბადე შეარხიოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ვუგულშემატკივროთ და ვიმედოვნოთ, რომ მასთან ერთად საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

altSport.es: ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა

altგიორგი ჩაკვეტაძე ბარსელონაში, "კამპ ნოუზე"

alt"გენტი" "ბარსელონას" ინტერესს ადასტურებს: ვიცოდით, რომ "ბარსელონა" ჩაკვეტაძეს აკვირდებოდა

მკითხველის კომენტარები / 26 /
გიო ძმაო რწფელად მიხარია შენი წარმატება , არ ვიცნობთ ერთმანეთს მარა შენით ვამაყობ და შენ რო მოედანზე გადიხარ და სიამოვნებას იღებ თამაშით მეც ვკაიფობ შენი თამაშის ყურებით . უბრალოდ არ შეწყვიტო ეს ყველაფერი , წარმატებას ალბათ ყველაფერში მიაღწევდი ხოო , საქმისადმი დამოკიდებულება გაქ ეგეთი , მარა ფეხბურთში სხვა ნიჭი გქონია და კაია რო ასე გამოვიდა . წარმატებები
ვინმე
18 ნოემბერი 2018 17:00
0
იემდია ნორმალური აგენტი ჰყავს და არც გიორგი დახარბდება ფოჩიან კანფეტებს. ისეთ კარგ გუნდში გადავიდეს, სადაძ რირითადში ატამასებენ და ამავე დროს კლასის ამაღლებასაც შეძლებს! (Y)
წარმატებებ ვუსურვებ გიორგის. ძველი დინამოს სემადგენობის შემდეგ ასე ფეხბურთელი არ მომწონებია
ლადო
18 ნოემბერი 2018 16:30
0
ბარსელონაში ორი-სამი წლის შემდეგ, ან რეალში. ეხლა კი ჩემი აზრით ბავარია ჯობს ყველას. რიბერი და რობენი წამსვლელები არიან უკვე, ბოლო სეზონს ატარებენ და აქ უფრო მეტი შანსი ექნება თამაშის. ნელნელა მიაჩვევენ ძირითადს. აბა ბარსა და ტოტენხემი დაიბევებენ და ნამდვილად გაანათხოვრებენ. თუ ბაიერნში გამოიჩინა თავი არც ბარსა გააჩერებს იქ და არც რეალი. ფულის მეტი რა აქვს, ბავარია კი იაფად იყიდის და ათმაგად გაყიდის მერე თუ საერთოდ გაყიდა.
emigranti
19 ნოემბერი 2018 00:36
0
Am statiis avtoro tu ar ici fexburtelis kontraqtshi ra icereba detalurad getyvi molaparakebis dros midis saubari satamasho droze da icereba kontaqtshi da ara mgonia ki ara ar datanxmdeba meore gundshi tamashs iqidan gamomdinare rom ar aris mesame divizionis donis fexburteli chakvetadze ufro didi donis fexburtelia. Dembeles rom adarebt xo is imitom ar da ver xvdeba xshirad dziritadshi rom ar aris profesional rogorc pirovneba mdzime xasiatebi aqvs uazribebs aketebs da ar ujerebs im xalxs visac unda daujeros da giorgi maseti pirovneba ar aris mgoni dametanxmebit dembele da giorgis xasiatebi radikalurad gansxvavdeba da mati qcevebi gind nakrebshi da gundebshi gansxvavdeba dembeles orive mcrtneli akrikitebs giorgis orive mcrtneli aqebs pirvel rigshi tavis adamianobit da tavmdablobit nakrebis da gundebis mcrtnelebze vambob . Ase rom tu gadava gadava pirvel gundshi zamtarshi tu gadavida daakvirdebian im naxevar sezons da tu gamoavlens tavis shesadzleblobebs daitoveben tu arada gaanatxovreben tu gadavida ra tqma unda . Taobebi gvezrdeba da dzalian magari taobebi modian sportshi amdeni jildo oqro da progresi didi xania ar gvqonia chakvetadze bitadze da sxvebi carmatebebi chvens sporcmenebs vamayob tqvenit yvelgan da yoveltvis genacvalet
Emigranti
18 ნოემბერი 2018 18:41
4
რა ბარსელონა რის ბარსელონა. ასეთ ჭორებს დღეში ას და ათასს წერენ პრესაში. დაინტერესება 20-30 ფეხბურთელზე შეიძლება ჰქონდეს ბარსელონას. მერე რა ამის გამო ილუზიებს ნუ ქმნით
გელა
18 ნოემბერი 2018 17:19
12
რა შუაშია ილუზია ფაქტმა გაიჟღერა(თანაც კლუბმაც დაადასტურა) და ამათ დაბეჭდეს რა არ უნდა დაებეჭდათ?დდ
Mmm
18 ნოემბერი 2018 18:36
4
ჩვენ ვაისიც არ გვჭირდება.
ჩვენ ხომ უკვე ''მესები'' გვყავს..
აჰა ხედავ ქეცბა უკვე
საუბრები საით მიგვყავს...

ასე იყო და იქნება...
ქართველები ადრე ვტკბებით...
რა მაღალზე დავფრინავთ და
რა დაბალზე ვიმყოფებით...
A
19 ნოემბერი 2018 11:40
2
აუ რა შარშია ეგ ბიჭი რა ბარსაზე უარი როგორ უნდა თქვა
ჭაღარა
18 ნოემბერი 2018 16:42
0
ევერტონის და ასტონ ვილას დონის გუნდები იქნება ეხლა გიოსთვის მისწრება. სათამაშო დროც ექნება და თავის გამოჩენის შემთხვევაში უკვე ჩამოყალიბებული და განვითარებული გადავა რომელიმე გრანდში.
vaso
19 ნოემბერი 2018 01:10
2
ჩაკვეტაძე არაა ბარსელონას ან თუნდაც ტოტენჰემის დონე.
საიდან იგონებთ ამდენ სისულელეს.
გენვარმანგი ყვანგი
18 ნოემბერი 2018 22:20
6
ჯერ არ არის, მაგრამ შანსი აქვს, თუ განვითარდა.
levani
20 ნოემბერი 2018 12:33
0
მოდი ესე ვთქვათ.მესი ვერ აკეთებს ისეთ გრძელ პასებს როგორც გიო.უბრალოდ არც გენტში და არც ნაკრებში არ ყავს შემსრულებლები.ეგ გაქაჩავს ბარსაში. უფრო ეგექტურად გამოჩნდება მაგის ნიჭი.აბა მე.რო გავიდე გიოსთან და პასი მომცეს მერა რაა.?რო არ ვიცი მერე რა ვქნა
rustavi
18 ნოემბერი 2018 18:35
10
მე გეტყვი რაც უნდა ქნა: კარში უნდა დაარტყა (მოწინააღმდეგის კარში, აი ისაა მოწინააღმდეგე სხვანაირი ფორმა რომ აცვია), ან პასი მისცე შენიანს (შენნაირი ფორმა რომ აცვია), არც ისე რთულია, ნუ ნერვიულობ, მთავარია შენ და ჩაკვეტაძეც(??) აგიყვანონ "ბარსა"ში, მერე წყალივით წავა საქმე...............
gela
19 ნოემბერი 2018 11:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული