გიორგი ჩაკვეტაძე ბარსელონაში, "კამპ ნოუზე"

AutoSharing Option
ამ ისტორიული, საფეხბურთო ფოტოს ნახვისას ზაზა ფაჩულიას სიტყვები გამახსენდა:

"ბავშვობაში ყველას აქვს ოცნება. ზოგი NBA-ში მოხვედრაზე ოცნებობს, ზოგი "რეალსა" და "ბარსელონაზე"... რაც იზრდები, ეს ოცნება ან ახლოვდება, ან შორდება. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მონდომებული ხარ. ვინც შრომას არ დაიზარებს, თავს არ დაზოგავს და სწორი მიმართულებით იმუშავებს, ოცნებას აუცილებლად აიხდენს".

ამ ფოტოზე 11 წლის გიორგი ჩაკვეტაძეა გამოსახული, რომელიც ბარსელონაში, "ნოუ კამპის" პირით ხაზთან დგას... და, ალბათ, "ბარსაში" მოხვედრაზე ოცნებობს.

ახლა ის უკვე 19 წლისაა, დიდებში თამაშობს... მხოლოდ თამაშობს? მისი დამსახურებით ბელგიური
"გენტი" და საქართველოს ნაკრები დიდ მატჩებს იგებენ.

ამას წინათ დაიწერა, რომ ჩაკვეტაძის გადაბირებით დორტმუნდის "ბორუსიაა" დაინტერესებული, ანდორასთან მატჩის წინა დღისით კი ესპანური და ქართული მედია ერთხმად ამბობდნენ - "ბარსელონას" სკაუტები ჩაკვეტაძეზე დასაკვირვებლად ანდორაში მიდიანო.

ეს ყველაფერი იმ შრომის შედეგია, რაც ფოტოზე მომღიმარმა 11 წლის ბავშვმა მომდევნო 8 წელში გასწია...


alt"გენტი" "ბარსელონას" ინტერესს ადასტურებს: ვიცოდით, რომ "ბარსელონა" ჩაკვეტაძეს აკვირდებოდა

altვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს

altsport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!

ვაჟა სიმონიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგრამ გიორგის ხომ რეალი მოსწონს
interviudan
13:55 18-11-2018
0
გიორგის წარმატებები ნამდვილად მიხარია და ისეთი დიდებული გუნდი აკვირდება, როგორიცაა ბარსაა! ერთი იცით რა მაინტერერსებს? როგორც ვიცი გიორგი რეალის ფანია და თუ მოხდება ეს სასწაული გიორგი ჩაირიცხოს ბარსაში, მერე როგორ იქნება ერთად რეალის ქომაგობა და ბარსას გუნდის წევრობა!!! გთხოვთ ამიხსნათ.
ნონა
14:34 17-11-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული