championat.com: ანანიძის "სპარტაკიდან" წასვლის ალბათობა 70%-ია - ლოგიკური იქნებოდა მისი გულიევში გაცვლა

AutoSharing Option
რუსულმა championat.com-მა წერილი მიუძღვნა მოსკოვის "სპარტაკს" და გუნდიდან ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძეს შესაძლო წასვლის საკითხსაც შეეხო.

"უკანასკნელ წელიწადნახევარში ქართველმა ნახევარმცველმა "სპარტაკში" მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამ სიტუაციაში ლოგიკური იქნებოდა ჯანოს აიაზ გულიევში გაცვლა, რომლის კონტრაქტის გამოსყიდვაზე "სპარტაკს" პრიორიტეტული უფლება აქვს.

უპირველეს ყოვლისა, გულიევი თავისუფალი და კრეატიული ნახევარმცველებიდან ერთადერთია. შეგახსენებთ, ობლიაკოვი და ახმეტოვი ცსკა-ში გადავიდნენ. თანაც, ანანიძე "როსტოვის" ლიდერი იყო და ამ გუნდთან ერთად რუსეთის თასი მოიგო. და კიდევ: ქ
ართველ ფეხბურთელს "სპარტაკში" უბრალოდ არ უმართლებს".

გულიევი წარმოშობით აზერბაიჯანელია, "სპარტაკის" აღზრდილია და რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
დროზე უნდა გადასულიყო. ეხლა რამდენად იქნება მოთხოვნადი კარგი კლუბისთვის?! გული მწყდება.
მერაბი
23 ნოემბერი 2018 21:21
1
კაცი რო ვენგერის არსენალს უარს ეტყვის და რუსეთში დარჩება იმისგან რო არაფერი არ გამოვა, ხო ცხადია? ანანიძე კი არა, ამ არასწორი საქციელით ბევრად უკეთესი და ნიჭიერი პეხბურთელები დაიღუპნენ, მაგალითად ასათიანი, რომელიც ზიდანი უნდა ყოპილიყო და მცველად იქცა ლოკომოტივში. ამას არაფერი ეშველება, მარა ჩაკვეტაძეც არ გააფუჭონ ამ უაზრო კიჟინით. ჯერ არაფერი არ გაუკეთებია რეალურად, ჭ ლიგა არ ითველბა. ვარსკვლავი არა ის. კარგი, ნიჭიერი ბიჭია პოტენციალით. ეგეთი ქონდა ჭანტურიასაც, ოქრიაშვილსაც. მერე? მაგათ ასაკში შოთი და აჩი ბევრად მაგრა თამაშობდნენ. ქინქლაზეს არც ვახსენებ.
zuka
23 ნოემბერი 2018 15:40
15
ანანიძე არის ქართული ფეხბურთის უდიდესი იმედგაცრუება,ჯერ არის და არაფრით გადადის სპარტაკიდან სხვა გუნდში,მერე ძალიან სუსტია,ვერაფრით დავაჟკაცდა და ტვინი წაიღო მისმა ტრამვებმა.ძალიან უყვარს რუსეთი...
status quo
23 ნოემბერი 2018 11:42
15
ჯანო ტექნიკურია მაგრამ ფიზიკურად სუსტია და ხშირად ტრამვიანობს.სპარტაკში კიდე კარგი ხელფასიაქ და ეტყობა რო კმაყოფილიც არის.ოჯახსაც არჩენს და ეჭვიც არ მეპარება ახლობლებსაც ეხმარება ყველა ვარიანტში წარმატებას ვუსურვებ სადაც არუნდა იყოს.
zaza
23 ნოემბერი 2018 10:43
1
წინა წლებს თუ გადავხედავთ სპარტაკში ვერცერთმა ქართველმა ვერ იხეირა რაც მალე მოშორდება სპარტაკს მით უკეთესი
nnn
23 ნოემბერი 2018 09:06
3
დარჩა ამომავალ ვარსკვლავად და მუდამ პარსპექტიულ ახალგაზრდა მოთამაშედ? ბელგიაში და ჰოლანდიაში ადვილია თამაში. აი რუსეთის , გერმანიის , ინგლისის და იტალიის ჩემპიონატს ფიზიკურად ვერ გაუძლებს ეს ბიჭი
,, ანზორი
23 ნოემბერი 2018 08:26
1
რა სჭირს ამისთანა მოურჩენელი ეგება გაგვაგებინოთ.
emigranti
23 ნოემბერი 2018 04:11
1
ჯანო წადი მაგ წუმპედან, ხომ ხედავ მართლა არ გიმართლებს რას გადაეკიდე მაგ სპარტაკს და რუსეთს? ბელგიაში, ჰოლანდიაში საშენო ფეხნურთია რომ წინსვლა გქონდეს.
Geo_Dinamo
23 ნოემბერი 2018 04:00
1
გენიოსი არის ეს. ეს კაცი.
Zviad
23 ნოემბერი 2018 02:16
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული