ბელგიის ჩემპიონატის მე-16 ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე მეორე ადგილზე მყოფ "ანტვერპენს" დაუზავდა - 0:0.
"გენტის" ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მე-11 წუთზე შორიდან დაარტყა ბურთი, რომელიც თურქმა მეკარემ სინან ბოლათმა ვერ შეიმაგრა და თითქოს გადაკვეთა კარის ხაზი, მაგრამ მსაჯმა ნიკოლას ლაფორჟემ კარის აღება არ დააფიქსირა.
"გენტი" 24 ქულით მე-7 ადგილზეა და 30 ნოემბერს სტუმრად "ლოკერენს" ხვდება.
მოკლედ, გააფუჭა თამაში და ეგ არის...პირველი გოლი (რაც ნამდვილი იყო) რომ ჩაეთვალა - სხვა თამაში იქნებოდა. კარგად ჩაეხედა ვიდეო მონიტორზე და სულ ეგ იყო საჭირო..