ტრავმით გამოწვეული თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ "ემპოლის" ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა.
ლევანი სერია A-ს მე-13 ტურში "ატალანტასთან" საშინაო მატჩის 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო და 90+2-ე წუთზე 34 წლის მცველმა მატიას სილვესტრემ გამარჯვების გოლი გაიტანა - 3:2.
მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრა ჩაატარა.
"ემპოლი" 12 ქულით მე-17 ადგილზეა და 1 დეკემბერს სტუმრად "სპალს" შეხვდება.
fantagazzetta: ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია და არ ვარჯიშობს
ლევან მჭედლიძე დაბრუნდა და "მილანთან" მონადირებული პენალტით "ემპოლიმ" ქულა მოიპოვა [VIDEO]