- ახლა რას საქმიანობთ?
- ფეხბურთისგან შორს არ ვარ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობ. რთული გრაფიკია, მაგრამ ყველაფერი კარგადაა.
- საქართველოს ნაკრები რა სიძლიერის გუნდია?
- წინსვლა გვაქვს, ერთა ლიგაში მაღალ დივიზიონში გადავედით, არცერთი თამაში წაგვიგია. მინიმალური ამოცანა შესრულებულია.
- და მაქსიმალური მიზანი რა არის?
- როგორ თუ რა? ევრო 2020-ზე მოხვედრა. ჩვენ ამბიციური ხალხი ვართ. კარგი შანსი გვაქვს.
- საქართველოს ჩემპიონატში დიდი ტალანტები გყავთ?
- უმეტესი მათგანი საზღვარგარეთ თამაშობს. "გენტში" ქართული ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე გვყავს.
- ხვიჩა კვარაცხელიაზე რას იტყვით? მას მოსკოვის "ლოკომოტივი" აკვირდებოდა...
- შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება გაზრდა. "ლოკომოტივის" ინტერესის შესახებ არ მსმენია. აი, ჩაკვეტაძე კი უკვე სტაბილურად უმაღლეს დონეზე თამაშობს.
- საწყენია, რომ გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებს რუსეთი ამჯობინა?
- და "სპარტაკი". შესანიშნავი მცველია, მაგრამ რას ვიზამთ? ეს მისი არჩევანია. როგორ უნდა განვსაჯო, თუმცა შესანიშნავი იქნებოდა ჩვენთვის. კვირკველია და ჯიქია ერთად რომ თამაშობდნენ, იდეალური იქნებოდა. ჩვენ დიდი ტალანტი - ჯანო ანანიძეც გვყავს, მაგრამ ის ტრავმებმა გააწამა. მას სტაბილურ ჯანმრთელობას ვუსურვებ.
- ვალერი გაზაევზე რას იტყვით?
- მას დიდი ხანია არ შევხვედრივარ. დეკემბრის დასაწყისში მოსკოვში მივფრინავ, მეგობრები მინდა ვნახო. დღესდღეობით ვიზის მოპოვების პრობლემა აღარ არსებობს.
- მაშ, გელოდებით...
- არა, ჯერ არა, პირველ რიგში, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე (ინტერვიუ 27 ნოემბერსაა ჩაწერილი) უნდა წავიდე. მთავარია, სააკაშვილის კაცმა - გრიგოლ ვაშაძემ არ გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამორალური სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება.
- ამაყობ, რომ 99 წელს რუსეთის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდი?
- მე საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლეც გავხდი, ანუ სამი ქვეყნის.
- დაბოლოს, ორი წელი ქართულ ციხეში გაატარე. რას იტყვი კოკორინისა და მამაევის შესახებ?
- ორწელ-ნახევარი! სულელმა სააკაშვილმა დამამწყვდია "ქურდული ტრადიციების" გამო. რა არის "ქურდული ტრადიციები"? 6 წლის ასაკიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. ამ ავადმყოფთან რას გააწყობ? მას სიარულზე, საუბარსა და ჭამაზეც კი ეტყობა, რომ მენტალური ავადმყოფია, მკურნალობა ესაჭიროება. კოკორინს და მამაევს რაც შეეხება, მათ უნდა მოიცადონ. დარწმუნებული ვარ, მათ პატივისცემით ეპყრობიან. ისინი დაფასებული ხალხია. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.
დმიტრი ხოხლოვი: მეშინოდა, დემეტრაძე ციხეს ფსიქოლოგიურად არ გაეტეხა
მომზადებულია Sport-express.ru-ს მიხედვით