ნავსი გატეხა - ნიკა კაჭარავამ კვიპროსის თასზე დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 დეკემბერს "ანორთისისმა" კვიპროსის თასის 1/8 ფინალში გასვლაზე 7:0 სძლია მე-2 დივიზიონის ჩლორაკას "აკრიტასს" და ამ შეხვედრაში დუბლით თავი ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა.

მწვრთნელმა იურგენ სტრეპელმა კაჭარავა შეუცვლელად ათამაშა, მან გოლები 84-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა და ამას გარდა, საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ნიკა ფამაგუსტურ გუნდში პოლონეთის "კორონადან" ზაფხულში გადავიდა, აქამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი და ნავსი გატეხა.

მან ჩემპიონატის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და უმეტესად შეცვლაზე შეჰყავდათ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგით, რა რა ნავსი ან რა გოლები ეგ იყო,ძალიან მძიმეა და ძალიან უჭირს ნიკად ეს ბოლო პერიოდი,ჯერ
თვიონ დაბალი დონის გუნდშია და მერე ვის შეუგდო დუბლი ჭჭ კლასს და სხვა მოძრაობებს შეხედე ადამიანი გასულია
საერთოდ საფეხბურთო არიალიდან
Vladimir Weiss
06 დეკემბერი 2018 15:59
0
ვაა ამასწინათ ვნახე სვეტიცხოველის ცხვარით ხელში წრეს ურტყამდა! უშველა ეტყობა! (მართლა კი არა, ვხუმრობ) :დ
ქუთაისელი
06 დეკემბერი 2018 12:03
0
ძალიან მოუქნელი და მძიმეა. მესამე გატანილი გოლისას დააკვირდით თავისით როგორ წაიქცა საჯარიმში და ძლივს წამოდგა, ნაკრებშიც მოსვლია ასე. სულ თამაშგარეში ეჩხირება. ამ თამაშშიც გოლები მაშინ გაიტანა როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო, 4:0-ს იგებდნენ უკვე. არაა ეს ბიჭი სანაკრებო დონის, თან ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილსაც საერთოდ არ ერგება.
ირაკლი
06 დეკემბერი 2018 11:58
1
ეს ეხლა მაინცდამაინც როცა ყველა ჯამრთელად იქნება მაშინ მოუმატებს ... ))) წარმატებები ნიკა მაგრამ სამწუხაროდ მესამე ფორვარდი ხარ ნაკრებში თუ კიდევ უფრო ქვევით არა , ძალიან მწყინს მაგრამ ასეა , ჯერ დრო გაქვს რომ კარგად მოუმატო და ღმერთმა ქნას პირველი ფორვარდი გამხდარიყავი ...
beji
05 დეკემბერი 2018 23:11
1
ამის სირბილს ბორძიკი უფრო ქვია, მაინც რა აღნაგობა აქვს არა? სუფთა ფუტბალისტია ტანათ. ნაკრების იმედი. კიპრის მეორე ლიგის გუნდისთვის დუბლი შეუსრულებია. შვეიცარიასთან დააყენეთ ძირითადში ბუჯოოოო. ვაი თქვენს პატრონს უბედურს. გილოცავთ
ვასო
05 დეკემბერი 2018 21:58
38

სიახლეები პოპულარული