ნავსი გატეხა - ნიკა კაჭარავამ კვიპროსის თასზე დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
5 დეკემბერს "ანორთისისმა" კვიპროსის თასის 1/8 ფინალში გასვლაზე 7:0 სძლია მე-2 დივიზიონის ჩლორაკას "აკრიტასს" და ამ შეხვედრაში დუბლით თავი ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა.

მწვრთნელმა იურგენ სტრეპელმა კაჭარავა შეუცვლელად ათამაშა, მან გოლები 84-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა და ამას გარდა, საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ნიკა ფამაგუსტურ გუნდში პოლონეთის "კორონადან" ზაფხულში გადავიდა, აქამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი და ნავსი გატეხა.

მან ჩემპიონატის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და უმეტესად შეცვლაზე შეჰყავდათ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგით, რა რა ნავსი ან რა გოლები ეგ იყო,ძალიან მძიმეა და ძალიან უჭირს ნიკად ეს ბოლო პერიოდი,ჯერ
თვიონ დაბალი დონის გუნდშია და მერე ვის შეუგდო დუბლი ჭჭ კლასს და სხვა მოძრაობებს შეხედე ადამიანი გასულია
საერთოდ საფეხბურთო არიალიდან
Vladimir Weiss
15:59 06-12-2018
0
ვაა ამასწინათ ვნახე სვეტიცხოველის ცხვარით ხელში წრეს ურტყამდა! უშველა ეტყობა! (მართლა კი არა, ვხუმრობ) :დ
ქუთაისელი
12:03 06-12-2018
0

სიახლეები პოპულარული