გიორგი ხარაიშვილმა "გეტებორგთან" კონტრაქტი 3.5 წლით გააგრძელა

AutoSharing Option
"გეტებორგი" ქართველ ნახევარმცველთან გიორგი ხარაიშვილთან კონტრაქტის გაგრძელებას იუწყება.

კლუბის საიტის ცნობით, ხარაიშვილს ხელშეკრულება 2022 წლის 31 ივნისამდე გაუხანგრძლივეს.

ხარაიშვილი "გეტებორგში" იჯარის წესით თამაშობდა და შვედურმა კლუბმა მისი კონტრაქტი გამოისყიდა.

"გიორგი ჩვენს გუნდში 2018 წელს თბილისის "საბურთალოდან" გადმოვიდა, დიდი პროგრესი განიცადა და ჩემპიონატზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ჩემპიონატის 27 მატჩში 9 გოლი გაიტანა", - წერს საიტი.

"ცხადია, ხარაიშვილი ჩვენს გუნდში თავს ძალიან კარგად გრძნობს. მასზე დიდ იმედებს ვამყარებდით და ეს იმედები გაგვიმართლა. თანაც, ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და დიდი პოტენციალი
გააჩნია. 3.5-წლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ. გიორგიმ წელს ყველა ტურნირზე 31 მატჩში 13 გოლი გაიტანა", - განაცხადა "გეტებორგის" სპორტულმა მენეჯერმა იონას ოლსონმა.

"გეტებორგმა" გასულ სეზონში ქვეყნის პირველობაზე მე-11 ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
პირველი ის რომ გეტებორგი ერთ ერთი სახელიანი გუნდია.და ჩემი აზრით
სწორი გადაწყვეტილება მიგო!მაგ გუნდში სტაბილურად ითამაშებს ჩამოყალიბდება
როგორც გუნდის ლიდერი და ასევე თვისებებიც.მახიმუმ 1 წელიწაDში ან წელიწაD ნახევარში გაყიდის თვითონ გეტებორგი!მტავარია ტრამვებმა არ შეუშალოს ხელი.არა ესე ადვილი გეტებორგში თამაში,ნახეს პოტენციალი დარეკლამებენ და გაყიდიან!
ქართველიშვილი
06:01 07-12-2018
0
მომავალ სეონში გიოტებორგი და გიორგიც გაცილებით უკეთეს შედეგს დადებენ,წარმატებები გიოს...
ბაჩო
12:44 07-12-2018
0

სიახლეები პოპულარული