ანანიძემ "სპარტაკში" ჩემპიონატზე 9-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტრავმით გამოწვეული 9-თვიანი პაუზის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა.

ანანიძე პრემიერლიგის მე-17 ტურში სტუმრად "ანჟისთან" მატჩის 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, 84-ე წუთზე ზე ლუისმა მისი პასით გაიტანა გოლი და "სპარტაკმა" 3:0 გაიმარჯვა.

ანანიძემ 6-თვიანი პაუზის შემდეგ სექტემბერში რუსეთის თასზე ითამაშა და ოქტომბერში ისევ ტრავმა მიიღო.

ბოლო რამდენიმე შეხვედრაში ის სათადარიგო იყო.

მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა თქვა, რომ ის კარგად შევიდა შეცვლაზე და ბრაზილიელს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა.

"სპარტაკმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 28
ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ადმინ,ჩემი პოსტი არ მოგეწონათ?
სოსო
09 დეკემბერი 2018 18:14
0
ამდენი წელი მუდამ როგორ უნდა ცდილობდეს ძირითადში ადგილის მოპოვებას?!! მართლა დროა წავიდეს სადმე და ნუ დახამდება ამათ ფულს..
ზურა
09 დეკემბერი 2018 12:46
2
და სპეციალურად რომ არ ამკვიდრებენ ძირითადში მაგას ვერ ხვდებით, იმის მაგივრად რომ ის იკითხოთ თუ რატომ არ ათამაშებენ ანანიძეს გაოგნებულია ხალხი და სპარტაკის გულშემატკივრობა, მაგრამ ზოგიერთები მარტო იმას ხედავთ რაც სტატიის სათაურში წერია და რასაც სპარტაკის ნებისმიერი “მწვრთნელები” ამბობენ. ჯანოს ადგილას თქვენ აქამდე გალოთებულები იქნებოდით იმხელა დამპლობას გადის იქ.
ვიღაც
09 დეკემბერი 2018 21:41
0
- აბა ეხლა ჩუ! თქვენი ხმა არ გავიგო.
ზანგი
09 დეკემბერი 2018 03:42
4
ჩუ! ჩუ ბიჭო, ჩუ! აი იმენა ჩუ ვინც ჯანოს რამეს ამბობთ. 9 თვის უთამაშებელი დაბრუნდა, ბიჯო
ზანგი
09 დეკემბერი 2018 03:37
3
გამიხარდა ჯანოს ასეთი დაბრუნება 20 წუთი ითამაშა სულ, მაგრამ თავისი საქმე გააკეთაა.
ვიმედოვნებ მომავალში უფრო მეტი დრო მიეცემა ძირითდშიც დაიმკვიდრებს ადგილს მე ამ სპარტაკში ჯანოს პოზიციაზე ვერ ვხედავ ისეთ ფეხებრუთელებს, რომლებიც ჯანოზე უკეთესები არიან რაიმე კომპონენში ის უნდა იყოს ძირითადის ფეხბურთელი. წარმატებებს ვუსურვებ.
გიორგი
09 დეკემბერი 2018 00:31
0
ამის იმედი აქვს ნაკრებს? ვაი ვაი
ტახი
08 დეკემბერი 2018 23:55
59
ამაზე უკეთედი რომელია?! ან ამაზე უკეთეს კლუბში რომელი თამაშობს?!
Vakhtang Lobzhanidze
09 დეკემბერი 2018 03:50
3
შენი იმედი აბა ჩვენ მტერს ქონდეს
ბესო
09 დეკემბერი 2018 01:08
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული