ლეგიონის უქმეები: მერებაშვილის ბენეფისი, ქართველების 5 გოლი და ანანიძის დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონატების საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე დასრულდა. ამის მიუხედავად, ეს კვირა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის და ისეთმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს თავი, რომელთა ფორმაში შესვლაც ნაკრებისთვის იდეალური იქნება.

ალბანეთი
ირაკლი ძარიას "კუკეშმა" "შკენდერბაუ" მიიღო და 1:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი გუნდი 16 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა.

ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ვენის "რაპიდს" ესტუმრა და ფრედ, 0:0 ეთამაშა. ნაკრების შემტევი, ტრადიციულად, ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 17 ტურის შემდეგ "შტურმი" მეექვსე ადგილზეა.

ბელგია
ქართველების "გენტმა" "ეუპენს" 2:0 სძლია. გიორგი
ჩაკვეტაძე
ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ქვილითაია რეაბილიტაციას გადის. 18 ტურის შემდეგ გენტელები მე-6 ადგილზე არიან.

ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" შინ "ოსიეკთან" 1:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. მისი გუნდი 17 ტურის შემდეგ მეხუთე პოზიციაზეა.

კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისმა" შინ "დოქსა" 3:1 დაამარცხა. ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო, 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 81-ე წუთზე შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანა. რაც შეეხება ბექა მიქელთაძეს, მან 74 წუთი ითამაშა და შემდეგ შეცვალეს. "ანორთოსისი" 12 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.


დანია
ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" სუპერლიგის გრანდ "კოპენჰაგენს" ესტუმრა და 0:3 განადგურდა. ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად იასპარეზა. 19 ტურის შემდეგ "ესბიერგი" მეექვსე პოზიციაზეა.

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" "ვენდსისელს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. საბა ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და გადამწყვეტი გოლიც 44-ე წუთზე მას ეკუთვნის, თანაც, საკმაოდ ეფექტური. "რანდერსი" მერვე ადგილზეა.


იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლმა" "ბოლონია" 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სათადარიგო შემადგენლობაში იყო და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. სერია A-ში 15 ტურია ჩატარებული და "ემპოლმა" გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ის მე-14 ადგილზეა.

უნგრეთი
მურთაზ დაუშვილის "ჰალადასი" "ბუდაპეშტს" ესტუმრა და 0:4 განადგურდა. ქართველი საყრდენი ნახევარმცველი სათადარიგო იყო. მისი გუნდი 17 ტურის შემდეგ ბოლო, მე-12 ადგილზეა.

გიორგი ბერიძის "უიპეშტმა" "ვიდეოტონს" 2:0 სძლია. ქართველი შემტევი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. "უიპეშტი" მეხუთე ადგილზეა.

ბაჩანა არაბულის "პუშკაშის აკადემია" "პაკს" ფრედ, 1:1 ეთამაშა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა მოედანზე. შეხვედრის მიწურულს, როცა დამატებითი დრო მიდიოდა, "პუშკაშმა" ქულის გადარჩენა მისი გოლით შეძლო. აკადემიელები მეცხრე ადგილზე არიან.


პოლონეთი
ქართველთა გუნდების დაპირისპირება შედგა ექსტრაკლასას მეთვრამეტე ტურში, სადაც "კორონა" და "პლოცკი" ფრეზე, 2:2-ზე გაიყარნენ. მასპინძელთა შემადგენლობაში ვატო არველაძე განაცხადშიც არ ყოფილა, ხოლო სტუმართა შემადენლობაში შეხვედრის გმირი გიორგი მერებაშვილი იყო, რომელმაც თავი დუბლით გამოიჩინა. მან მე-17 და 91-ე წუთებზე დალაშქრა მეტოქის კარი და გუნდს ქულა გადაურჩინა. კიელცელები მეხუთე და პლოცკელები მეთერთმეტე ადგილზე არიან.


პორტუგალია
მორიგი მატჩი წააგო ავთო ებრალიძის "ჩავესმა", მისი გუნდი სტუმრად "ბელენენსთან" 0:1 დამარცხდა. ებრალიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. 12 ტურის შემდეგ "ჩავესი" ბოლო, მე-18 ადგილზეა.

რუსეთი
ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" მახაჭყალის "ანჟის" ესტუმრა და 3:0 გაანადგურა. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო და მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, 84-ე წუთზე კი მისი საგოლე გადაცემით ზე ლუისმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 17 ტურის შემდეგ დედაქალაქური გუნდი მე-4 ადგილზეა.


საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივმა" "ორენბურგს" 2:1 სძლია. ქართველმა მცველმა, ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი მეხუთე ადგილზეა.

ტულის "არსენალმა" "ზენიტი" 4:2 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში გია გრიგალავამ შეუცვლელად იასპარეზა. ტულელები მე-10 ადგილზე არიან.

სლოვაკეთი
ქართველების "ტრნავამ" "ტრენჩინი" 3:1 დაამარცხა. ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. რაც შეეხება დავით სხირტლაძეს, ის მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა და 83-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა. 18 ტურის შემდეგ "ტრნავა" მერვე პოზიციაზეა.


ესპანეთი
გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" "ლას პალმასი" 4:2 დაამარცხა. ქართველი საყრდენი სათადარიგო იყო. მისი გუნდი 17 ტურის შემდეგ მეთხუთმეტე ადგილზეა.

შვეიცარია
ქართველების "ლუცერნმა" "გრასჰოპერს" 3:2 სძლია. ოთარ კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა, ვაკო გვილია სათადარიგო იყო. 17 ტურის შემდეგ "ლუცერნი" მეექვსე ადგილზეა.

უკრაინა
ლუკა კობერიძის "დესნა" "ოლიმპიკს" 1:1 დაუზავდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. 18 ტურის შემდეგ "დესნა" მეექვსე ადგილზეა.

დავით ხოჭოლავას "შახტარი" "მარიუპოლს" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. ნაკრების მცველი სათადარიგო იყო. "შახტარი" გათამაშებას ლიდერობს და განაღდებული აქვს ჩემპიონთა რაუნდში მონაწილეობა.

ლუგანსკის "ზორიამ" კიევის "არსენალს" 3:0 სძლია. მასპინძელთა შემადგენლობაში ზაურ მახარაძე სათადარიგო იყო. "ზორია" მეოთხე ადგილზეა.

პოლტავის "ვორსკლას" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ანდრო გიორგაძე. მისმა გუნდმა ოდესის "ჩერნომორეცი" 1:0 დაამარცხა და ქართველმა შეუცვლელად იასპარეზა. პოლტაველები მეხუთე ადგილზე არიან.

alt"გენტმა" "ეუპენი" დაამარცხა და მეექვსე ადილზე გადავიდა - ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე შეცვალეს

alt"გენტის" მწვრთნელი: გიორგი ქვილითაიას დღესვე უნდა თამაში

altნიკა კაჭარავამ ჩემპიონატზეც გაიტანა გოლი

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა მეგონა როდესმე ამას თუ ვიტყოდი, ყოჩაღ კაჭარავა... მიქელთაძემ რა კარგი 3 ასისტი გაუფუჭა ტიპს, იმენა ცაირელ კარში უნდა დაერტყა :(
ვახტანგი
00:02 11-12-2018
0
ვიდეო რაც ვნახე კაჭარავას ძალიან მაგრად უთამაშია და თქვენ მარტო ყვითელ ბარათზე გაქვთ აქცენტი და ისე ხვათაშორის ბოლო გოლიო... დაგენანათ შექება თუ არც გიყურებიათ ვიდეოსთვის?
ფეოლა
17:52 10-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული