"შემოთავაზებები ევროპიდანაც მქონდა" - ინტერვიუ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ ქუთათელაძე, რომელიც პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, მოულოდნელად რუსეთის ჩემპიონატის კლუბ "ანჟიში" აღმოჩნდა.

რუსულმა სპორტულმა გამოცემა Sports.ru-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პსჟ-დან "ანჟერში" წასვლა გასაგებია, მაგრამ შენ "ანჟიში" გადახვედი - ეს როგორ მოხდა?
- დრო იყო, დიდი ფეხბურთი მეთამაშა. შემოთავაზებები ევროპიდანაც მქონდა, მაგრამ პრეზიდენტი ოსმან კადიევი ყველაზე დამაჯერებელი იყო. ის მე და ჩემს მშობლებს გვესაუბრა და გვითხრა, რომ "ანჟის" ჩემი დახმარება შეეძლო, ისევე, როგორც მე - კლუბის. თქვენ საკუთარ ჩემპიონატს არ აფასებთ, ის ხომ Uefa-ს რეიტინგში მეექვსეა.

ჩემთვის "ანჟი" არის საშუალება, პროფესიონალურ ფეხბურთში ბედი ვცადო. ის მომავლისკენ კარგი ტრამპლინი იქნება. მინდა შეგახსენოთ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში: სამუელ ეტო'ო, რობერტო კარლოსი, ვილიანი, უგო ალმეიდა, ლასანა დიარა და ბევრი სხვა ვარსკვლავი.

- მაგრამ ის "ანჟი" დიდი ხანია დასრულდა...
- იმის თქმა მინდა, რომ საფრანგეთში "ანჟის", როგორც ბრენდს, ჯერ კიდევ იცნობენ. ფრანგულ გაზეთში წავიკითხე, რომ მე პირველი არ ვარ, ვინც პსჟ-დან "ანჟიში" მოვიდა, იანიკ ბოლიმაც (დღეს "კოლორადოში" თამაშობს) ეს გზა გაიარა.

- "ანჟის" ფინანსური პრობლემები აქვს. ეს არ გაწუხებს?
- იმ ასაკში არ ვარ, როცა ფული დიდ როლს თამაშობს. ჩემთვის მთავარი პრაქტიკა და პროგრესია.

- კიდევ ერთხელ უნდა გკითხო: არ გეშინია, რომ ზამთარში "ანჟი" გაკოტრდება და ახალი კლუბის პოვნა მოგიწევს?
- პირველ რიგში, არ ვფიქრობ, რომ "ანჟის" რამე ემუქრება, მეორე რიგში კი ალტერნატიული ვარიანტები გვაქვს.

- გეგმავდი, რომ ახალი ზლატანი ყოფილიყავი. ეს გეგმა ისევ ძალაშია?
- ეს ჩემი გეგმა არ ყოფილა, ახალი ზლატანი ფრანგმა ჟურნალისტებმა შემარქვეს. როცა ბავშვი ვიყავი, "ბარსელონას" ვგულშემატკივრობდი. ყველაზე მეტად მესი მომწონდა. როცა ნეიმარი პსჟ-ს შეუერთდა - ჩემი ფავორიტი გახდა. სხვანაირად შეუძლებელიცაა, როცა ასეთი ვარსკვლავი შენ გვერდით ვარჯიშობს. მას ერთხელ ბაზაზე შევხვდი და ფოტოს გადაღება ვთხოვე. მაშინვე დამთანხმდა.

თამაშით კი ვცდილობ, ედინსონ კავანის დავემსგავსო - ჩვენ ერთნაირი სტილი გვაქვს. მას ბევრი გოლი გააქვს, აგრესიული პრესინგით გამოირჩევა, შეუძლია მთელი თამაში იდგეს და შემდეგ სამი გოლი გაიტანოს.

ნიკოლოზ ქუთათელაძე "ანჟის" რიგებში 26-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მას თამაშის უფლება 1-ლი იანვრიდან ექნება.

alt17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე პსჟ-დან "ანჟიში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 21 /
ასაკობრივ ნაკრებში რომ ჩამოდიოდა, ერთ-ერთი უსუსტესი იყო თუ ყველაზე სუსტი არა. ასე რომ პარიზში მაგის ყოფნა იყო შემთხვევითი, ახლა სადაც წავიდა, იმ დონისაა ზუსტად.
სახელი
10 დეკემბერი 2018 17:14
0
ესეთ ფეხბურთელს არ უნდა უქომაგო. როგორც გინდათ ისე გაიგეთ და მიიღეთ. ნერვებს უშლის ხალხს.
111
10 დეკემბერი 2018 15:45
5
ამ ხალხმა რით ვერ გაიგო , რომ ეს რუსეთის ჩემპიონატი , ოცნებების სასაფლაოა . მაგალითები მაინც არ გქონდეს წინ , გადახედე და სხვის შეცდომებზე მაინც გამოიტანე დასკვნები . თანაც საფრანგეთიდან , რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის , ერთერთი ყველაზე მაგარი ტრამპლინია ევროპაში . ეეჰჰ , ნეტა ჩვენ ყველანი ვცდებოდეთ და ამ ტრანსფერიდან მართლა რაღაცა გამოვიდეს , მაგრამ ევროპაში უკან დაბრუნება , ფაქტიურად წარმოუდგენელია , იცით რატომ ? ყველა სერიოზული ჯლუბი იფიქრებს , რომ უმოტივაციოა და კონკურენციასა და საკუთარ თავზე მუშაობას , ღრუსეთი ამჯობინა , თანაც ერთერთი ყველაზე უმოტივაციო გუნდი . :((
ATP 21
10 დეკემბერი 2018 14:52
1
მსოფლიოში მარტო ქართველს მოუვა აზრად თავი ძალით და შეგნებულად დაიღუპოს.
ირაკლი
10 დეკემბერი 2018 15:42
1
ნიჭი სჭირდება შუა ევროპიდან, საფრანგეთიდან, მახაჩკალაში გადახვიდე სათამაშოთ.
ირაკლი
10 დეკემბერი 2018 15:41
0
ვფიქრობდი,რომ ამ ბიჭს პატრონი ჰყავდა.ახლა აღარ ვფიქრობ.საფრანგეთიდან რუსეთში და თან ანჟიში,უბედურების ეპიცენტრში.ამას მართლა მოფიქრება უნდა.წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ არ მჯერა ამისი.
სოსო
10 დეკემბერი 2018 14:19
1
ვის არ ურჩევნია ევროპაში საფეხბურთო კარიერის გაგრძელება?! არ შესთავაზეს იმაზე მეთი ვიდრე რუსებმა. ევროპაში დარჩენის შემთხვევაში შეიძლება არც ეთამაშებინათ ძირითადში და უიმედოდ დაინახა ეს მომავალი. თუნდაც შედარებით დაბალი დონის გუნდების მოთხოვნებს რომ სათანადოდ აკმაყოფილებდეს ის დარჩებოდა ევროპაში.
ილარიონი
10 დეკემბერი 2018 15:14
1
დაუღუპიათ ეს ბიჭი. მრჩეველი არა ჰყავს ვინმე ნორმალური?
Status quo
10 დეკემბერი 2018 14:36
0
Aსე უაზროდ იკარგება ნიჭI.
Goga
11 დეკემბერი 2018 14:53
0
Zustad fulis Gamo a hamosuli. Burdgunods raga as.
B
10 დეკემბერი 2018 14:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული