"შემოთავაზებები ევროპიდანაც მქონდა" - ინტერვიუ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ ქუთათელაძე, რომელიც პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, მოულოდნელად რუსეთის ჩემპიონატის კლუბ "ანჟიში" აღმოჩნდა.

რუსულმა სპორტულმა გამოცემა Sports.ru-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პსჟ-დან "ანჟერში" წასვლა გასაგებია, მაგრამ შენ "ანჟიში" გადახვედი - ეს როგორ მოხდა?
- დრო იყო, დიდი ფეხბურთი მეთამაშა. შემოთავაზებები ევროპიდანაც მქონდა, მაგრამ პრეზიდენტი ოსმან კადიევი ყველაზე დამაჯერებელი იყო. ის მე და ჩემს მშობლებს გვესაუბრა და გვითხრა, რომ "ანჟის" ჩემი დახმარება შეეძლო, ისევე, როგორც მე - კლუბის. თქვენ საკუთარ ჩემპიონატს არ აფასებთ, ის ხომ Uefa-ს რეიტინგში მეექვსეა.

ჩემთვის "ანჟი" არის საშუალება, პროფესიონალურ ფეხბურთში ბედი ვცადო. ის მომავლისკენ კარგი ტრამპლინი იქნება. მინდა შეგახსენოთ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში: სამუელ ეტო'ო, რობერტო კარლოსი, ვილიანი, უგო ალმეიდა, ლასანა დიარა და ბევრი სხვა ვარსკვლავი.

- მაგრამ ის "ანჟი" დიდი ხანია დასრულდა...
- იმის თქმა მინდა, რომ საფრანგეთში "ანჟის", როგორც ბრენდს, ჯერ კიდევ იცნობენ. ფრანგულ გაზეთში წავიკითხე, რომ მე პირველი არ ვარ, ვინც პსჟ-დან "ანჟიში" მოვიდა, იანიკ ბოლიმაც (დღეს "კოლორადოში" თამაშობს) ეს გზა გაიარა.

- "ანჟის" ფინანსური პრობლემები აქვს. ეს არ გაწუხებს?
- იმ ასაკში არ ვარ, როცა ფული დიდ როლს თამაშობს. ჩემთვის მთავარი პრაქტიკა და პროგრესია.

- კიდევ ერთხელ უნდა გკითხო: არ გეშინია, რომ ზამთარში "ანჟი" გაკოტრდება და ახალი კლუბის პოვნა მოგიწევს?
- პირველ რიგში, არ ვფიქრობ, რომ "ანჟის" რამე ემუქრება, მეორე რიგში კი ალტერნატიული ვარიანტები გვაქვს.

- გეგმავდი, რომ ახალი ზლატანი ყოფილიყავი. ეს გეგმა ისევ ძალაშია?
- ეს ჩემი გეგმა არ ყოფილა, ახალი ზლატანი ფრანგმა ჟურნალისტებმა შემარქვეს. როცა ბავშვი ვიყავი, "ბარსელონას" ვგულშემატკივრობდი. ყველაზე მეტად მესი მომწონდა. როცა ნეიმარი პსჟ-ს შეუერთდა - ჩემი ფავორიტი გახდა. სხვანაირად შეუძლებელიცაა, როცა ასეთი ვარსკვლავი შენ გვერდით ვარჯიშობს. მას ერთხელ ბაზაზე შევხვდი და ფოტოს გადაღება ვთხოვე. მაშინვე დამთანხმდა.

თამაშით კი ვცდილობ, ედინსონ კავანის დავემსგავსო - ჩვენ ერთნაირი სტილი გვაქვს. მას ბევრი გოლი გააქვს, აგრესიული პრესინგით გამოირჩევა, შეუძლია მთელი თამაში იდგეს და შემდეგ სამი გოლი გაიტანოს.

ნიკოლოზ ქუთათელაძე "ანჟის" რიგებში 26-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მას თამაშის უფლება 1-ლი იანვრიდან ექნება.

alt17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე პსჟ-დან "ანჟიში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 21 /
ჩემო პატარა ქართველო, შენ პატრონი არა გყავს??
ფედერაციას მაინც უნდა ვკითხო,
საერთოდ გაინტერესებთ ასეთი ახალგაზრდა თაობის ფეხბურთის ცხოვრება? დინამოში მაინც წამოგეყვანათ ან ქუთაისში...ფული მაინც არ აინტერესებს და, ქართულ ფეხბურთში ეთამაშა,
რა ხდება საერთოდ?))
ანჟის შემდეგ აუცილებლად ყაზახეთში წადი ))) იქაც დონეა, აბა იკითხე )))
3
თვითონ რუსული გამოცემა დასცინის შენ ხომარ გაგირეკია პსჟ ~დან ანჟიში რაგინდაო ეს კიდევ იქით უმტკიცებს მაგარი ჩემპიონატი გაქვთ და აზრზე არხართო.ბუჰეჰე სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.შენს მიერ ხსენებული ვარსკვლავები ბატონი ნიკოლოზ თუ ბაღანე ნიკოლოზ იმ დროს თამაშობდნენ როცა მათი საფეხბურთო მზე ჩასვლის პირას იყო და ფულს აკეთებდნენ და შენ მართლა რა გინდა მანდ ვერანაირად ვერ ვხვდები
ვახო
13:59 10-12-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული