"ესტონურ პასპორტს ყოველდღე ველოდები" - ზაქარია ბეგლარიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

AutoSharing Option
ტალინური "ფლორას" ქართველი შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი 2018 წლის ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მან გასულ სეზონში 30 გოლის გატანა მოახერხა, რასაც 24 საგოლე გადაცემაც დაუმატა.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ესტონეთის მოქალაქეობის მიღების შესახებაც ისაუბრა.

"კარგი წელი მქონდა, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია, მერჩივნა, რაიმე ტიტული მოგვეგო - ჩემპიონატი ან თასი. პირადად ჩემთვის კი კარიერის საუკეთესო სეზონი იყო. მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, ჩემს ოჯახს. რაც შეეხება ესტონურ პასპორტს, მას ყოველდღე ველოდები. 11 ნოემბერს გამოცდა ჩავაბარე და
საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება" - განაცხადა ზაქარია ბეგლარიშვილმა.

28 წლის ფეხბურთელი "ფლორაში" 2014 წლის იანვრიდან თამაშობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას მხოლოდ ერთხელ, ამხანაგურ მატჩში რამდენიმე წუთის განმავლობაში აქვს ნათამაშები.

altზაქარია ბეგლარიშვილის ულამაზესი გოლი ესტონეთის ჩემპიონატში [VIDEO]

altბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობაზე პირველი გამოცდა ჩააბარა - მას ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
gmertma xeli moumartos...mara etyoba estonetis chempionati zan dabali donea tore roca kacs 30-ti goli gaaqvs sezonshi evropis sashvalo klubebis rigi unda edges...gamodis ro estonetis chempi seleqcionrebs saertot arainteresebt
romandro
10 დეკემბერი 2018 17:40
2
კაჭარავას კი ჯობია
გელა
10 დეკემბერი 2018 16:24
14
კაჭარავას ყველა ჯობია დემეს რომ დაუძახონ ის ჯობია.ან ქეცბაიას..
ზუურ
10 დეკემბერი 2018 18:42
8
5 წელი ვცხოვრობდი ესტონეთში და რაც შემიძლია ვთქვა ესტონეთის ჩემპიონატზე ის არის რომ ძალიან დაბალი დონეა,ძალიან...თითქმის სამოყვარულო ლიგაა,ჩვეულებრივი მოვლენაა ტურში 6-0,7-1,8-2 ანგარიშები და ის ციფრები ნუ გაგაკვირვებთ რაც ზაქარიას აქვს(ღმერთმა ქნას უკეთეს ჩემპიონატში და გუნდში წავიდეს მაგრამ ძალიან მეეჭვება)...ვისაც ასევე ეჭვი გეპარებათ ჩემს სიტყვებში შეგიძლიათ ჩახედოთ უეფას საკლუბო რეიტინგსა და გადახედოთ ესტონეთის კლუბების შედეგებს ევროპისა თუ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევებზე.ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ კადრები ინტერნეტში და თავადაც გაეცნოთ თუ რა დონის ჩემპიონატთან გვაქვს საქმე.მადლობა ყურადღებისთვის...
kartveli
10 დეკემბერი 2018 15:47
4
წარმატება გქონდეს ზაქარია მუნდამ.
Semi
10 დეკემბერი 2018 14:47
1
წარმატებები ზაქრო მთელი გულით გამიხარდა..მიმიფურთხებია ქართული ფედერაციისთვის რომ შენი შრომა არ დააფასეს და მანდ ესტონელებმა დაინახეს და დააფასეს.ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმა..რაც მთავარია დვალიშვილი გვყავს ჯანზე და შენ და კიდე ბევრი არ აინტერესებს აქაურობას.. უნდა გადააბა ვაისიან კობიაშვილიანად ერთმანეთზე
გიო
10 დეკემბერი 2018 14:36
19

სიახლეები პოპულარული