კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით მატჩებში ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ელგუჯა ლობჟანიძის "ტობოლმა" სპლიტში 0:2 წაგების შემდეგ კუსტანაიში ძირითად დროში 3:1 იმარჯვა, დამატებითი დროის 118-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატიული ბარიერი გადალახა. ჩვენებური 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"უიპეშტმა" ისევ სძლია ლიხტენშტაინის "ვადუცს", ამჯერად 3:1. ბუდაპეშტურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ბერიძემ და გოლიც გაიტანა.

"ლევადია" ირლანდიაში მიღწეული ფრის (2:2) შემდეგ ტალინში 90+2-ე წუთზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა "დანდოლკთან". ესტონური გუნდის რიგებში 65-ე წუთამდე იასპარეზა ზაქარია ბეგლარიშვილმა.

მერაბ გიგაურმა
"კეშლიას" შემადგენლობაში "სოჭისთან" შეუცვლელად იასპარეზა, მისი გუნდი კი ისევ დამარცხდა - საერთო ანგარიში 2:7.

"აპოლონი" სტუმრად დაუზავდა "ჟილინას" (2:2), მაგრამ ვინაიდან პირველი შეხვედრა 1:3 ჰქონდა წაგებული, გათამაშებას გამოეთიშა. კვიპროსული გუნდის ქართველი წარმომადგენლები რევაზ ინჯგია და გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგოები იყვნენ.

"კოპენჰაგენმა" ბელარუსშიც გაანადგურა "ტორპედო-ბელაზი" (5:0). ვინაიდან ამ წყვილში ყველაფერი გარკვეული იყო, დანიური გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა დავით ხოჭოლავას დასვენების საშუალება მისცა და სათადარიგოთა შორის დატოვა.

"გენტს" "ვოლერენგა" ბელგიაში 4:0 ჰყავდა დამარცხებული, ნორვეგიაში კი 0:2 წააგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბელგიური გუნდის მწვრთნელის, ჰეინ ვანჰაზებრუკის თქმით, გიორგი ჩაკვეტაძე ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშს მოერიდა. შეგახსენებთ, მან ტრავმა სწორედ ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიიღო და იმედია, მალე მწყობრში ჩადგება.

მესამე შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთვება ტურნირზე ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი". მისი მეტოქე პენალტების სერიაში ლიეტუვური "სუდუვას" მძლეველი პოლონური "რაკუვი" იქნება.

მესამე რაუნდის მატჩები 5 და 12 აგვისტოს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გამაგებინეთ ერთი, ახალი ტრამვა მიიღო თუ ძველზეა საუბარი, რას ნიშნავს მალე ჩადგება მწყობრში?
0

სიახლეები პოპულარული