შეხვედრის მე-2 წუთზე ბეგლარიშვილმა ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა და თავისი გუნდის წარმატებას სათავე დაუდო. ნახევარმცველი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ერთადერთი მატჩი აქვს გამართული, 63-ე წუთზე შეცვალეს, მატჩის შემდეგ კი შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაფასა.
მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა - არბიტრმა 9 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა.
განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში შედგება, წყვილში გამარჯვებული კი ირლანდიურ "დანდალკს" დაუპირისპირდება.
ბათუმის "დინამომ" მეტოქეს საქმე 18 წუთში მოუთავა [VIDEO]
"გაგრა" მონტენეგროში მინიმალურად დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აქვს [VIDEO]