ფონსეკამ ახსნა, თუ რატომ შეცვალა ხოჭოლავა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "შახტარმა" ვერ მოახერხა კიევში "ლიონის" დამარცხება, ფრეს დასჯერდა (1:1) და პლეი-ოფში ვერ გავიდა. მართალია, ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში კი დააყენა, მაგრამ მხოლოდ ერთი ტაიმი ათამაშა. მაინც რა იყო მისი შეცვლის მიზეზი?

ua-football.com-ის ჟურნალისტი ოლეკსანდრ რიჟენკო მატჩის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა ეტყობა ბოლომდე ვერ მოირჩინა და ამიტომ შეუშვეს მოედანზე მის ნაცვლად ბოგდან ბუტკო.

მას მიაჩნია, რომ ცენტრალური მცველები შესვენებამდე
ვერ ართმევდნენ თავს მოვალეობას და ამის გამო უწევდა საყრდენ ნახევარმცველ ტარას სტეპანენკოს მუდმივად უკან ჩასვლა. თუმცა, ბუტკოს თამაშში ჩართვით საქმე უკეთესობისაკენ არ შეცვლილა და ამბობს, რომ მათი გუნდის ნახევარდაცვა კატასტროფაა, შარშანდელ სეზონთან შედარებით, როდესაც დონბასურ გუნდში ფრედი და ბერნანდი თმაშობდნენ, რეგრესი განიცადეს და პლეი-ოფში არაფერი ესაქმებათ, ვინაიდან მის დონეს მხოლოდ ტაისონი და მორაესი აკმაყოფილებენ.

აკი აღიარა კიდეც ნამატჩევს სტეპანენკომ, დავიღალეთ, ეგებ სჯობს კიდეც, რომ ვერ გავედით ჯგუფიდან, ევროპა ლიგაზე უფრო ადვილ მეტოქეებს შევხვდებითო.

ხოჭოლავას შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარი ფონსეკამ გააკეთა:"რატომ შევუშვი ბუტკო? ასე მივიჩნიე საჭიროდ და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. "ლიონს" მეორე ტაიმში პრაქტიკულად მომენტი არ შეუქმნია. ფეკირმა გოლი ინდივიდუალური მოქმედების შედეგად გაიტანა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში. მატვიენკოს ცენტრში შეწევამ გააძლიერა ჩვენი თამაში".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მატვიენკომ გააძლიერა თამაშიო, სხვა თამაშს უყურებდა ფონსეკა?! მომენტი არ შეუქმნია შახტარს მთელი მეორე ტაიმი
georgian
10:46 13-12-2018
0
აბა რას იტყოდა ბებიაჩემისა მივირთვი ხოჭოლავა რო გამოვცვალეო?
!!!!!!!!!!!!!!!!!
16:06 13-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული