"გენტი" "შარლერუასთან" დამარცხდა - ჩაკვეტაძემ ჩვეულ დონეზე ისევ ვერ იასპარეზა

AutoSharing Option
14 დეკემბერს, ბელგიის A დივიზიონის მე-19 ტურში "გენტი" სტუმრად "შარლერუასთან" 0:2 დამარცხდა.

"გენტი" ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, 88-ე წუთზე იქით გაუშვა გოლი, რის შემდეგაც დიდი ძალებით შეუტია და კონტრშეტევაზე მეორე გოლი მიიღო საკუთარ კარში.

გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ისევე როგორც წინა ტურში "ეუპენთან", საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაატარა. პირველ ტაიმში მისი პასით თავდამსხმელ იარემჩუკს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა და
მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა დაიჩივლა, რომ თამაში საფინალო სასტვენამდე გრძელდება, მისმა გუნდმა ბოლოს კონცენტრაცია დაკარგა და დაისაჯა.

"გენტი" 28 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა და 21 დეკემბერს, შემდეგ ტურში "სერკლ ბრიუგეს" მასპინძლობს, იქამდე კი 18 დეკემბერს თასის მეოთხედფინალში, გასვლაზე "სენტ ტრუიდენს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
არაბიძეს რომ მაგის მენტალიტეტი და პრაქტიკა ქონდეს, ბევრად უკეთესი იგროკია
ლევანი
16 დეკემბერი 2018 00:36
3
ან ქებამ აწყინა, ან უბრალოდ გადაიწვა. ყველა თამაში ითამაშა ტიპმა. თასი, ჩემპიონატი, ევროპა, ნაკრები. ბავშვია ჯერ. ფანჯარა სულზე მოუსწრებს მაგას ახლა, მთავარია უტრამვოდ ჩაამთავროს.
ვასო
16 დეკემბერი 2018 00:35
0
ვისაც ქართველი კაცის წარუმატებლობა ახარებს, იმას გაუკეთოს ერთ ადგილში მთელმა საქართველომ
alalad
15 დეკემბერი 2018 20:45
3
საიტის ადმინისტრატორო, ასეთ კომენტარებს რატომ უშვებთ?
ჰმ!
16 დეკემბერი 2018 00:30
0
შეეშვით ამ ბიჭს და უფრო მეტს მიაღწევს, ასე კი დაასამარებთ მის კარიერას - დიდ წნეხში უწევს თამაში რისთვისაც არ არის მზად მენტალურად. ნიჭიერია ძალიან, მაგრამ ამომავალი სუპერვარსკვლავის სტატუსი ანდორასთან და ყაზახეთთან მატჩებში გაბრწყინებით ზედმეტია და დათვურ სამსახურს გაუწევს თვითონ გიორგის.
???
15 დეკემბერი 2018 20:40
0
ჯერ მხოლოდ 19 წლისააა!! რა დაგმართნიათ ხალხო?! რონოალდის, რივალდოს, ბექემს და აღარ მოვთვლი კიდე რამდენ ვარსკვლავს აქვს ჩაგდებული თამაშიც და სეზონიც../ თქვენ ყოველდღე ერთნარი განწყობით ხართ თქვენ საქმეში ?! ამ ბავშვს რო ლანძღავთ აქილიკებთ?!
Vasili
15 დეკემბერი 2018 15:48
0
მომავალ თამაშში რომ დაგლიჯავს მერე კრიტიკოსებმა მიიძინონ სამუდამოდ!
დიმო
15 დეკემბერი 2018 15:44
2
მალე ვნახავთ ურალში ან სკა ხაბაროვსკში. თუ ასე გააგრძელა
სან დიეგო
15 დეკემბერი 2018 14:40
11
გიორგი თუ ვერ თამაშობს მაშინ ვინ გენტში? ყველა მაგარი ეგოისტია. განსაკუთრებით ესიტი რომელმაც ერთი პასი არ გაუკეთა 100 დან. მაგარი ფარჩაკი ტიპები ყავს გუნდში
იიიი
15 დეკემბერი 2018 13:49
1
ამოძრავდნენ სვავები, საკვები მიეცათ. ტყუილად ირჯებიან. გადავიღალეო, ბიჭმა ნათლად თქვა.
გიორგი
15 დეკემბერი 2018 13:33
3
იარმჩუკს რომც შეეგდო, მაინც აფსაიდი დაფიქსირდა, გიორგის კი მართლა არაფერი შეუქმნია გუშინ. კვირიდან კვირამდე ველოდები ხოლმე გენტის თამაშს, მაგრამ ბოლო ორი კვირაა იმედგაცრუებული ვარ :/
Lado
15 დეკემბერი 2018 12:58
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული