ბელგიური პრესა: "გენტის" მატჩში გიორგი ჩაკვეტაძეს პსჟ-ს და "მანჩესტერის" სკაუტები დააკვირდნენ

AutoSharing Option
ბელგიური Voetbalprimeur.be-ის ინფორმაციით, "გენტისა" და "შარლერუას" მატჩს, რომელიც ქართველების გუნდმა 2:0 დათმო, პსჟ-ს და "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები ესწრებოდნენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპული ტოპ-კლუბების სიაში აღნიშნულ თამაშში ორი მოთამაშე - ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე და "შარლერუას" 19 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი არიან.

ბელგიური პრესა აღნიშნავს, რომ გარდა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პსჟ-ის გარდა მატჩს "ლევერკუზენისა" და "ფიორენტინას" სკაუტებიც ესწრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით "ბარსელონა", "რომა", "ტოტენჰემი", "დორტმუნდი"
და სხვა კლუბები ინტერესდებიან, მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა "გენტის" რიგებში ყველა ტურნირზე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

alt"გენტი" "შარლერუასთან" დამარცხდა - ჩაკვეტაძემ ჩვეულ დონეზე ისევ ვერ იასპარეზა

alt"მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ "ბარსელონა" მაკვირდებოდა, ეს არ გამიკეთებია" - ინტერვიუ გიორგი ჩაკვეტაძესა და მის მშობლებთან

alt"თუ ასე გაგრძელდა, TOP კლუბში ჩაკვეტაძის ტრანსფერი შეგვიძლია შემდგარ ფაქტად მივიჩნიოთ"

მკითხველის კომენტარები / 10 /
გეყოთ რა! ვერ ხვდებით, რომ რაც უფრო მეტს წერთ, მით უფრო უარესად დამაშობს ბიჭი. რა გგონიათ განცდები არა აქვს, თუ თვითონ არ ფიქრობს ამ საკითხებზე? წარმოგიდგენიათ რა ხდება ეხლა მის თავში? ჰოდა ნუ გავუფუჭებთ საქმეს.
emigranti
17:51 16-12-2018
1
ცოტა ხანი ნუ დაწერეთ ამ ბიჭზე ამდენ წვრილმანს, აცადეთ რა!!! თუ გოლი გაიტანა , ან თავი გამოიჩინა კი ბატონო , მაგრამ ვიღაცამ სტადიონზე ფეხბურთს უყურა , გააანებეთ რა თავი ამ ჭორაობას, თუ გადავა ხო ვნახავთ ისედაც ყველა, არააა საჭირო ამდენი , ყოველდღე, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ამბების წერა, ჯერ მართლა არაფერს მიუხწევია , პატარაა რაცარუნდა იყოს, დაააააააცადეთ!!!!!! აცადეთ ბატონო!!! აცადეთ!!
Vasili
19:36 16-12-2018
1

სიახლეები პოპულარული