"კრასნოდარმა" თორნიკე ოქრიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრი თორნიკე ოქრიაშვილი უკლუბოდ დარჩა.

ოქრიაშვილსა და "კრასნოდარს" შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, - იტყობინება რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი "კრასნოდარში" 2016 წლის სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ 20 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

როგორც რუსული კლუბის საიტზე წერია, "კრასნოდარი" მადლობას უხდის თორნიკე ოქრიაშვილს გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს.

altსულ ამბობდა, რომ მე შევძლებო - ლიკა მუზაშვილი თორნიკე ოქრიაშვილს სხვა კუთხით

გაგაცნობთ
მკითხველის კომენტარები / 33 /
დასანანია.. :( ახლა მახსენდება როგორ ჩაიშალა ლამის გარანტირებუი ტრანსფერი მარსელში. არვიცი, არვიცი..
BIANKONERI
19:30 17-12-2018
0
თოკო, ფეხბურთის მშვენებაა, ფეხბურთი თუ დღეს მსოფლიოს უპოპულარესი სპორტის სახეობაა, თავის დროზე ეს სწორედ თოკოსნაირმა ფეხბურთელებმა შექმნეს. თუმცა თანამედროვე ფეხბურთიც მოითხოვს ხარკს.
გიზოგ
18:29 17-12-2018
6

სიახლეები პოპულარული