რუსულმა საიტმა ოქრიაშვილის "კრასნოდარიდან" წასვლის მიზეზი თავისებურად განმარტა

AutoSharing Option
რუსულმა საფეხბურთო პორტალმა ქართველი ნახევარმცველის თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარიდან" წასვლის მიზეზი თავისებურად განმარტა.

soccernews-ი ტელეგრამ-არხ "Мутко против"-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქრიაშვილი პაველ მამაევის მეგობარია, რომელიც რამდენიმე ადამიანის ცემის გამო წინასწარ პატიმრობაში "ბუტირკას" ციხეშია.

საიტი ირწმუნება, რომ ზაფხულში ოქრიაშვილმა, მამაევმა, სტანისლავ კრიციუკმა, ანდრეი სინიცინმა, რომან შიშკინმა და იური კალინინმა ავსტრიულ შეკრებაზე თვითნებურად დატოვეს სასტუმრო, დილით კი ისინი მწვრთნელმა გამოიჭირა. მწვრთნელმა მათ სამედიცინო ტესტის ჩაბარება მოსთხოვა, მაგრამ ფეხბურთელებმა უარი განუცხადეს და საბოლოოდ ისინი დააჯარიმეს.

ოქრიაშვილის აგენტმა თემურ ლეფსაიამ თქვა, რომ მის კლიენტს სისტემატურად
თამაში არ უწევდა და ამიტომ გაწყვიტა კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი.

ოქრიაშვილმა 2016 წლიდან მოყოლებული "კრასნოდარში" 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
როდესაც ასეთი ნიჭიერი ხარ, როდესაც მთელი ქვეყანა შემოგყურებს და ამდენი ადამიანი გგულშემატკივრობს, როდესაც ყველაფერი შენს ხელშია და შენ კი მაიმუნობას გადააყოლებ კარიერას და პერსპექტივას, აქ უკვე ინტელექტის სერიოზულ დეფიციტზეა საუბარი.
ირაკლი
20 დეკემბერი 2018 11:18
0
3 გოლზე მეტი თუ არ გაუტანია კიდევ დიდხანს გაუჩერებიათ. ასეთი საქციელის სპორცმენი (თუ მართალია და დარწმუნებული ვარ მართალია) სერიოზულ გუნდებმა ახლოსაც არ უნდა გაიკარონ,აი ჩავიდეს ქარელში კასპში და იქ ითამაშოს თუკი ათამაშებენ.
დათო
20 დეკემბერი 2018 10:44
0
თუ ყველაფერს სერიოზული მიზეზი არ აქვს ეგ უკვე გამოყლევებულობა უფროა.ისე კრასნოდარი რა გუნდია, სასაცილოც კია მანდ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თამაშობდეს.
sdfffff
20 დეკემბერი 2018 00:25
33
გუნდი რომელიც სევილიას მოუგებს ცუდი ნამდვილად არ არის, აი ოქრიაშვილის ფეხბურთელობის არ გაიშვას
მამუკა
20 დეკემბერი 2018 09:37
0
Martalia saqartvelos nakrebis fexbjrteli unda damashobdes umagles ligashi. :D
Guko
20 დეკემბერი 2018 04:24
1
ყველა გამოხმაურება
არ დავიჯერებ მაგას, ოქრი და რეჟიმის დარღვევა?დდდ
Nnn
19 დეკემბერი 2018 23:44
1
და რა არის დაუჯერებელი ამ ისტორიაში თითქოს პირველად მოხდა როცა დისციპლინის პრობლემს აქვს.ეს არის მენტალიტეტთან დაკავშირებული პრობლემა. სულაც არაა სხვისი საქმე მისი პირადი ცხოვრება მაგრამ როდესაც უდისციპლინობის გამო მის კარიერას და შემდეგ ეროვნულ ნაკრებს პრობლემა ექმნება ეს უკვე უპასუხისმგებლობაა
David
19 დეკემბერი 2018 23:08
1
ვისურვებდი კარგ კლუბში ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მგონი თვითონ არ უნდა ეს გართობა უფრო აინტერესებს და დროს ტარება ვიდრე ვარჯიში და ფეხბურთი.
გართბა ყველას უყვარს, თუმცა ამას აქვს თავისი დრო.
გიორგი
19 დეკემბერი 2018 22:47
1
ეეე არა რა. ვის ვგულშემატკივრობ?! მთელი საქართველო შენს გამო წუხს განიცდის გქომაგობს. და ასე უნდა იქცეოდეს?
ბადრი
19 დეკემბერი 2018 22:17
2

სიახლეები პოპულარული