დაბრუნებაც ამას ჰქვია - პაპუნაშვილმა სარაგოსას გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
22 დეკემბერს, სეგუნდა დივიზიონის მე-19 ტურში "სარაგოსამ" "ესტრემადურა" საკუთარ მოედანზე გიორგი პაპუნაშვილი მიერ გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა.

პაპუნაშვილს, რომელსაც ტრავმის გამო 3 თვე გაუცდა, 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და 76-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

თანაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, გოლი მართლაც ჩინებული იყო. გოლის აღნიშვნისას მან მაისურა გაიხადა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ეს ამ სეზონში ჩემპიონატზე მისი პირველი გოლია.

გულშემატკივრებმა გიორგის ოვაციები გაუმართეს.

"სარაგოსა" 19 ქულით მე-17 ადგილზეა და 5 იანვარს ხიხონში "სპორტინგს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ცოტა ქაჯანაა. გოგუას მონაცემები აქვს. არ იცის როდის შეელიოს ბურთს.
Odala
21:30 23-12-2018
5
გიოს მილოცვა და წარმატებები. სპორტალ.ჯე - არაბიძეზე გაქვთ რამე ინფორმაცია? მერამდენე ტალანტი იკარგება ასე უკვალოდ...
Arabidze sad aris?
20:34 23-12-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული