გიორგი პაპუნაშვილი: დაბრუნებით ბედნიერი ვარ, 2019 წელს ყველაფერს გავაკეთებთ

AutoSharing Option
სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გუშინ, 22 დეკემბერს "სარაგოსას" ქართველი ნახევარმცველი მოედანს დაუბრუნდა, "ექსტრამადურასთან" მატჩში ის მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, 10 წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა 2:1 მოიგო.

ჩვენებურმა ფეხბურთელმა გოლი ემოციურად აღნიშნა, მაისური გაიხადა და ცრემლებიც ვერ შეიკავა.

მატჩის შემდეგ მან Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და პირობა მისცა, რომ 2019 წელს ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ.

"მადლობა ყველა გულშემატკივარს, ეს გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, ბედნიერი ვარ, რომ ტრავმის გამო გაცდენილი დიდი დროის შემდეგ დავბრუნდი.
2019 წელს ყველაფერს გავაკათებთ! შობა-ახალ წელს გილოცავთ" - წერს ქართველი მოთამაშე სოციალურ ქსელში.

ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში ეს გიორგი პაპუნაშვილის პირველი გოლია.

altდაბრუნებაც ამას ჰქვია - პაპუნაშვილმა "სარაგოსას" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
Warmatebebi
Erekle
21:04 23-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული