გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს:
"გიორგი პაპუნაშვილი გასულ შაბათს "თოვლის პაპუ" გახდა და "სარაგოსასთვის" შობა გადაარჩინა, მან გუნდსა და ფანებს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა: გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა.
ქართველი "ექსტრამადურასთან" მატჩში სამთვიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა, მას კოჭ-წვივის ტრავმა ჰქონდა, რომელიც ალბასეტეში მიიღო, მის განსაკურნებლად კლუბმა სხვა
ჯილდოც შესაბამის დროს მოვიდა. სიტუაცია, თამაშის განვითარება, დრო... ამ მომენტს გმირი სჭირდებოდა და ვიქტორ ფერნანდესმა იცოდა, რომ ეს გმირი პაპუ იქნებოდა. მან სიგიჟე გამოავლინა და ამ გოლის შემდეგ ყველა იმედოვნებს, რომ ეს მათი აღმასვლის დაწყების წერტილი იქნება.
ფანების ერთ-ერთი კერპი
გასულ სეზონში, ის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მოთამაშე იყო. მისი თავდაჯერებულობით, არასტანდარტულობითა და თავისებური დარტყმის სტილით, ის ფანების ერთ-ერთ კერპად იქცა. მიმდინარე სეზონის წინ მიღებულმა ტრავმამ არ მისცა საშუალება თამაში იმავე დონეზე დაეწყო, შემდეგ მიღებულმა დაზიანებამ კი ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა.
ახლა ის საბოლოოდ დაბრუნდა და სურს, რომ დაკარგული დრო აინაზღაუროს. ქართველი "რაკეტის" წყალობით "სარაგოსას" ფანები შობას უფრო მშვიდად შეხვდებიან, "თოვლის პაპუ" შობას გილოცავთ!
დაბრუნებაც ამას ჰქვია - პაპუნაშვილმა სარაგოსას გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]
გიორგი პაპუნაშვილი: დაბრუნებით ბედნიერი ვარ, 2019 წელს ყველაფერს გავაკეთებთ
მომზადებულია Marca.com-ის მიხედვით