"ცოლის ძმამ ავსტრიაში დასასვენებლად დამპატიჟა, ბუცები მაინც წავიღე" - როგორ აღმოჩნდა აკაკი ფარჯიკია "ოდიშიდან" ავსტრიაში

AutoSharing Option
საქართველოს რეგიონული ლიგის ზუგდიდი "ოდიშის" ფეხბურთელი აკაკი ფარჯიკია ავსტრიის მესამე ლიგის კლუბ "შვარცის" წევრი გახდება.

როგორც 25 წლის შემტევი ამბობს, ის კლუბთან კონტრაქტს 6 თვით, სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

ჩვენ აკაკი ფარჯიკიას დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- თქვენ საქართველოს რეგიონულ ლიგაში თამაშობდით, როგორ გამოჩნდა "შვარცის" ვარიანტი?
- ჩემმა ცოლის ძმამ დამპატიჟა ავსტრიაში დასასვენებლად, ბუცები მაინც წავიღე, ვიფიქრე იქაური ქალაქის გუნდში ბედს მოვსინჯავ-მეთქი, მივედი და მწვრთნელს შემახვედრეს, მწვრთნელმა მითხრა - ვარჯიშზე გნახავო. მივედი და მოეწონა ჩემი
თამაში. შემდეგ ჩემს გამო ამხანაგური თამაში დანიშნა, რომელიც 2:1 მოვიგეთ და 2-ივე გოლი მე შევაგდე, ამის შემდეგ კიდევ 20 დღე ვივარჯიშე.

- რამდენხნიან კონტრაქტს აფორმებთ?
- 6-თვიანს, მეორე წრეს ვითამაშებ და შემდეგ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ვნახოთ, მეორე წრე როგორ მორჩება. იქ  სეზონის ბოლოს, სხდებიან პრეზიდენტები და ფებურთელებს სტატისტიკის მიხედვით აფასებენ, ამის მიხედვით უფრო მაღალ ლიგებში მიჰყავთ.

- როგორი სათამაშო და ფინანსური პირობებია?
- სათამაშოდ იდეალური პირობებია, ფინანსურადაც საკმაოდ კარგი. კლუბი ამ 6 თვის განმავლობაში ბინით უზრუნველყოფს ფეხბურთელს. ვნახოთ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდის "ოდიშს" გვერდში დგომისთვის და მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ ლიგაში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
უკვე დადასტურდა მონაკოს უნდა და მიმდინარეობს მოლაპარაკება..უდიდესი ტალანტი
jiji
11:41 29-12-2018
0
კომბლე, გაიხარე, მაგარი იყო!!!!!!!
rigiti
12:09 27-12-2018
0

სიახლეები პოპულარული