"ცოლის ძმამ ავსტრიაში დასასვენებლად დამპატიჟა, ბუცები მაინც წავიღე" - როგორ აღმოჩნდა აკაკი ფარჯიკია "ოდიშიდან" ავსტრიაში

AutoSharing Option
საქართველოს რეგიონული ლიგის ზუგდიდი "ოდიშის" ფეხბურთელი აკაკი ფარჯიკია ავსტრიის მესამე ლიგის კლუბ "შვარცის" წევრი გახდება.

როგორც 25 წლის შემტევი ამბობს, ის კლუბთან კონტრაქტს 6 თვით, სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

ჩვენ აკაკი ფარჯიკიას დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- თქვენ საქართველოს რეგიონულ ლიგაში თამაშობდით, როგორ გამოჩნდა "შვარცის" ვარიანტი?
- ჩემმა ცოლის ძმამ დამპატიჟა ავსტრიაში დასასვენებლად, ბუცები მაინც წავიღე, ვიფიქრე იქაური ქალაქის გუნდში ბედს მოვსინჯავ-მეთქი, მივედი და მწვრთნელს შემახვედრეს, მწვრთნელმა მითხრა - ვარჯიშზე გნახავო. მივედი და მოეწონა ჩემი
თამაში. შემდეგ ჩემს გამო ამხანაგური თამაში დანიშნა, რომელიც 2:1 მოვიგეთ და 2-ივე გოლი მე შევაგდე, ამის შემდეგ კიდევ 20 დღე ვივარჯიშე.

- რამდენხნიან კონტრაქტს აფორმებთ?
- 6-თვიანს, მეორე წრეს ვითამაშებ და შემდეგ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ვნახოთ, მეორე წრე როგორ მორჩება. იქ  სეზონის ბოლოს, სხდებიან პრეზიდენტები და ფებურთელებს სტატისტიკის მიხედვით აფასებენ, ამის მიხედვით უფრო მაღალ ლიგებში მიჰყავთ.

- როგორი სათამაშო და ფინანსური პირობებია?
- სათამაშოდ იდეალური პირობებია, ფინანსურადაც საკმაოდ კარგი. კლუბი ამ 6 თვის განმავლობაში ბინით უზრუნველყოფს ფეხბურთელს. ვნახოთ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდის "ოდიშს" გვერდში დგომისთვის და მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ ლიგაში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ანალოგიურ სიტუაციაში მოვხვდი მეც.
მართალია უკვე 42 წლის ვარ, თუმცა დეტალურად მოვყვები.
-ძმაკაცმა დამპატიჟა, საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, „ქარხანაში მუშაობს „ტრაქტორის ძარებს აწყობენ“ მითხრა წამოდიო, ქარხნის მუშები და ქარხნის ადმინისტრაციის თანამშრომლები კვირაობით ვიკრიბებით და მინი სტადიონზე ფეხბურთს ვთამაშობთ, თუ გინდა შენც გათამაშებთო. წავყევი.
მოკლედ დავხაზე რა....ქართველი და ქართული მენტალიტეტი, მაინც სულ სხვაა..... პირველ ტაიმში მოწინააღმდეგეს ორი კაცი გაუგდეს და ხუთი სამზე დავრჩით, ამ სიტუაციით ვისარგებლე და შვიდჯერ პირისპირ გასულმა, ორი მაგარი გოლი ვთხარე, მოკლედ პირველ ტაიმში ორი გოლი გავიტანე.
-მეორე ტაიმში დაღლა დამეწყო, დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი, თან პახმელის, დავიღალე და მეორე ტაიმში მართალია გოლი ვეღარ გავიტანე, რადგან მეკარე დააყენეს კარში მაგრამ, ოფლის გამოდენამდე კი ვირბინე....
-ერთ-ერთმა მუშამ „პასკალას“ ეძახიან მითხრა, შეიძლება „პაგრუშიკზე“ ადგილი გამოჩნდეს, ვინც მუშაობდა გადაუბრუნდა, ხელი მოიტეხა და თუ იმუშავებო?
-მე რა თქმა უნდა დავთანხმდი მაგრამ, „პაგრუშჩიკის“ მართვის მოწმობა არ მაქვს, მოწმობის გარეშე კი არავინ მამუშავებს. როგორც მორბენალი გარემარბი, კი მოვეწონე მაგრამ, როგორ იქნება ჩემი საქმე, არ ვიცი.
მიმიღებენ ვითამ? თუ კიდევ ლოდინი მომიწევს? ამათ თუ დამიტოვეს, მერე ნაკრებზეც შეიძლება ფიქრი, ან შეიძლება ინგლისის ვარიანტი გაიჩითოს, შავებს და ავღანელებს ხალხი შავად გადაყავთ ინგლისში და საფრანგეთისგან განსხვავებით, ინგლისში შავ სამუშაოს ყოველთვის ნახავო.
ღმერთმა ქნას, რომ ამ ქარხანას გამოვადგე, შემდეგ ნაკრებს, სამშობლოს, სამეგობროს და ოჯახს მივხედავ. მარა ყველაფერს ბედი უნდა, ბედიიი ! ! ! !
არ დაბლოკოთ თუ ღმერთი გწამთ, ამ კომენტარზეა დამოკიდებული ჩემი პოპულარობის ამბავის ამბავი და პაწა თქვენეც ქე შემაშველეთ ხელი, თვარა, ცხვრების პოვნის იმედი არარც ქე მაქვს და რომც ვიპოვნო აზრი აღარ აქვს, ბურთის დანახვაზე, ისტე ავიცრუე გული მწყემსობაზე, რომ ცხვრის გაგონებაც აღარ მინდა..
გთხოვთ და გამატარეთ კომენტარში რააა......კაი ხასიათზე, თუ დადგებით, მთელი კვირა კარგად წაგივათ საქმე, აბა ჰე და მრავალ ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა!!!
მე მგონი კიდო გემექცა კომენტარი, ტიტუუ!!! ნამეტანი ქე შეგაწუხეტ თქვენე....
კ ო მ ბ ლ ე „„კომბალი და ცხვართა კორპორაცია““!!!
03:52 26-12-2018
3
ნაკრებში არა კიდე...
გაბედავა არაა ნაკრებში და ამას რა უნდა.
ჰმ!
16:24 25-12-2018
12

სიახლეები პოპულარული