საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 2018 წლის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
championat.com-მა ქართველი მცველი საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 2018 წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მისი თამაში ასე დაახასიათა.

"ახალი სეზონი ძალიან წარუმატებლად დაიწყო, თუმცა კალენდარული წელი ნაწილობრივ ორ ჩემპიონატს მოიცავს. საჩემპიონო სეზონი კვირკველიასთვის კარიერაში საუკეთესო იყო. ტრავმირებული ჩორლუკას არყოფნისას ქართველი გუნდის წამყვანი მცველი გახდა, რომელმაც ტურნირზე ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა.

გასულ სეზონში "ლოკომოტივი" დაცვაში იდეალური არ ყოფილა, მაგრამ ამასთან, ერთადერთი კოლექტივი გახლდათ, რომელმაც სეზონში ჩატარებული მატჩების ნახევარზე მეტში მეტოქეს სახიფათო მომენტი (Big Chances) არ შეაქმნევინა. იური სიომინის გუნდს ძალიან ეხმარებოდა კვირკველიას
მიერ თამაშის კითხვა. ის თანაგუნდელებს აზღვევდა და მეტოქეთა პოტენციურად სახიფათო შეტევებს წამოწყებისთანავე ანეიტრალებდა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული