ქართველმა ფეხბურთელმა ამის შესახებ Instagram-ზე დაწერა:
2018 წელი გიჟური წელი იყო. გამორჩეული მომენტებია:
1. კარგად ვიბრძოლე.
2. "ვიტესში" ბოლო საშინაო მატჩის ბოლო წუთზე გოლი გავიტანე.
3. "სან ხოსეს" და ვაკო ყაზაიშვილს შევუერთდი.
4. მოვიგე უეფას თანასწორობის ჯილდო.
5. დევიდ ბექჰემმა ტაში დამიკრა.
6. ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას შევუერთდი.
7. ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის ჯგუფი მოვიგე.
8. ბურთის მომწოდებელ ბიჭუნას მაისური გავუცვალე ("მე მქონდეს?").
9. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის
10. ჩემს კლუბს დავემშვიდობე.
გურამ კაშიამ "ვიტესი" 8-წლიანი ასპარეზობის შემდეგ, წელს დატოვა და კარიერა MLS-ის კლუბ "სან ხოსეში" გააგრძელა.