ანანიძეს კალთებს ახევენ - "კრილია სოვეტოვი" არ ეშვება

AutoSharing Option
დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რომ ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის სამსახურით "ვიტესია" დაინტერესებული და მან "კრილია სოვეტოვს" უარი უთხრა, სამარული კლუბი დანებებას მაინც არ აპირებს.

"კრილია სოვეტოვის" ფეხბურთელები 8 იანვარს მოსკოვში გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და მაშინ აპირებდნენ ანანიძის საკითხზე ჩამოყალიბებას, თუმცა "ვიტესის" ვარიანტის გამოჩენამ მოვლენების განვითარება დააჩქარა.

"სპორტ-ექსპრესთან" კომენტარი კლუბის განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა გააკეთა.

"ვიცი, ჯანოთი "ვიტესია" დაინტერესებული, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არაა, "სპარტაკისა" და თავად ფეხბურთელისგან პასუხს ველით".

"კრილიამ" უკვე გადაიყვანა იჯარით "სპარტაკიდან" ნახევარმცველი არტიომ ტიმოფეევი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
და ეს სათაური როგორ გავიგოთ ეხლა,
Bidzi.
18:48 04-01-2019
2
დაბლოკეთ კომენტარები დაბლოკეთ :)) ჟურნალისტობის დონე მაინც ნოლს ქვემოთ გექნებათ
superman
10:53 04-01-2019
0

სიახლეები პოპულარული