მათი ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ფლანგის შემტევი მოთამაშეა და ის აღნიშნული კლუბების მთავარი სამიზნე იქნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.
უცნობია, დაიწყეს თუ არა ყაზახურმა კლუბებმა მასთან კომუნიკაცია. უცნობია ისიც, თუ როდის გახდება ცნობილი, საქართველოს ნაკრების რომელ ფეხბურთელზეა საუბარი.
ყაზახეთის ჩემპიონატში ორი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი "ტობოლის" ღირსებას იცავენ.
ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა "ტობოლთან" კონტრაქტები გაახანგრძლივეს