გიორგი აბურჯანია შეიძლება "მალიორკაში" გადაბარგდეს

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, საქართველოს ნაკრების 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია "ლუგოდან" "მალიორკაში" გადავიდეს.

futboldesdemallorca იუწყება, რომ აბურჯანიას სამსახურით "მალიორკაა" დაინტერესებული და თუ უნდა, მისი ტრანსფერი გაჩარხოს, "სევილიასთან" უნდა აწარმოოს მოლაპარაკება, რადგან სწორედ ანდალუსიურ კლუბთანაა კონტრაქტით დაკავშირებული.

"მალიორკა", ისევე როგორც "ლუგო", სეგუნდადივიზიონში გამოდის, 19 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-8 ადგილზეა და ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მონაწილეობისათვის იბრძვის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბალეარულ გუნდს აბურჯანიას პოზიციაზე 30 წლის დანი როდრიგესი ჰყავს და ახალი ფეხბურთელის დამატების განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს.

გიორგიმ ამ სეზონში 10
მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის "ლუგოში" სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული და ზაფხულში ამ გუნდს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს.


altაბურჯანია ნუმანსიასთან მატჩის 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+5-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

altჩემი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული - გიორგი აბურჯანიას პოსტი სოციალურ ქსელში

მკითხველის კომენტარები / 2 /
მერებაშვილი ვისლას განაცხადში აღარ არის გაუშვეს? სად წავიდა? ნახეს საქართველოს თამაშები?
ამირანი
18:15 04-01-2019
4

სიახლეები პოპულარული