РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა

AutoSharing Option
РИА Новости იუწყება, რომ ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ამ დღეებში "სპარტაკიდან" "ვიტესში" გადავა.

გამოცემის ცნობით, ის არნემულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

მისი სამსახურით "კრილია სოვეტოვი" იყო დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელმა კარიერის ჰოლანდიურ გუნდში გაგრძელება ისურვა.

ანანიძის ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული გუნდის რუსი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.

ჯანოს მათ გუნდში გადასვლას უკვე მიესალმებიან "ვიტესის" გულშემატკივრები და თავიანთ საიტზე მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

ანანიძემ "სპარტაკში" 11 წლის განმავლობაში იასპარეზა, მაგრამ გაკეთებული ორი ოპერაციის გამო უკანასკნელ ხანს სისტემატურად ვერ თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მე ერთი რამ ვერ გავიგე ვინ გექაჩებათ მაგ რუსეთისკენ არც არავინ პირიქით მილიონებს შოულობთ წამოწოლილი მხართეძოზე არაფერში და კიდე იქეთ რო გაქვთ პრეტენზია რა ძალით ჩაგიყვანეს რუსებმა და ძალით გაშოვია მილიონები თუარგინდა დაიხურე ქუდი და წადი სახლში შე დალოცვილო. ისევე ის რუსი როარა კი იქნებოდა ეხლა კრილიაში ვირო მადლიო ამ თემაზეა ზედგამოჭრილი.ეხლა ვნახოთ რას იზამს ვიტესში იქთუ ვერაფერი ქნა დამთავრებულა მაგის ფეხბურთი და ესარი ყაზაიშვილმა ითამაშა და კაშიამ ბოლოსდაბოლოს ხოდა თუ რამე შეუძლია და ყველაზე მაგარია როგორც აქ წერენ დაამტკიცოს უნდა მოედანზე.შობის დღეს ვულოცავ ყველას.
zaza
12:20 07-01-2019
1
ეს კი გაქაჩავს ვიტესში, მე იმის მეშინია სპარტაკმა არ დაიბრუნოს მერე ისევ
Zura
16:34 06-01-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული