ჯანო ანანიძის აგენტი: მოდით, ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ გავაკეთებ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის აგენტმა თეიმურაზ ლეფსაიამ მისი კლიენტის არნემის "ვიტესში" გადასვლის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიური კლუბი ქართველის დამატებას 2019 წლის ბოლომდე იჯარით აპირებს და ტრანსფერამდე, როგორც რუსული მედია წერს, დღეებიღა დარჩა.

"მოდით, ეს სიტუაცია ჯერჯერობით კომენტარის გარეშე დავტოვოთ. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ყველაფერი ნათელი გახდება. ჯერჯერობით კომენტარს არ ვაკეთებთ", - თქვა აგენტმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჯანომ "სპარტაკის" მაისურით 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო რუსულმა კლუბმა
მას უწყება გაუგზავნა, სადაც "სპარტაკის" დატოვებას და ახალი კლუბის მოძებნას სთხოვს. ანანიძის კონტრაქტი "სპარტაკთან" 2021 წლამდე მოქმედებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წყაროსთან რა თქვეს ხალხმა ის დაწერეთ თორემ აგენტმა რა იცის წყაროსთან თყვენზე მეტი იციან სოფლის ბოლოში
ვახო
13:17 07-01-2019
1
ა კაცი ჯიგარი ხარ უნდა დარჩენა აბა რა თორემ მაგას ფეხბურთის თამაში დომებოდა სპარტაკში არ გააჩერებდნენ ხალხო თვითონ კი არ დაიწყებდა ძებნას
ვახო
21:17 07-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული