Sport.ru: ჯანოსთვის ევროპაში თამაშის უკანასკნელი შანსის გამოყენებაზე მნიშვნელოვანი ესაა...

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე, დიდი ალბათობით, მოსკოვის "სპარტაკს" მიმდინარე თვეში დატოვებს. მას რუსული და ჰოლანდიური პრესა აქტიურად უკავშირებს არნემის "ვიტესს".

რუსული სპორტული გამოცემა Sport.ru ჯანოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჰოლანდიური "ვიტესი", რომლის მწვრთნელიც ცნობილი რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკია, ჰოლანდიის მიმდინარე გათამაშებაში მეხუთე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე ფიქრიც არ ღირს - იქ მათ პსჟ-ის ჰოლანდიური ანალოგი ჰყავთ, რომელიც ყველაფერს იგებს.

მეორე ადგილიც მიუღწეველი ჩანს - 17 ტურის შემდეგ არნემელები "აიაქსს" 12 ქულით ჩამორჩებიან. სლუცკის გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ეცდება, ნიჭიერი
და საიმედო მოთამაშეები შეკრიბოს, რათა მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოლოს.

ჰოლანდიური გამოცემების ცნობით, გუნდის გაძლიერების ერთ-ერთი კანდიდატი მოსკოვის "სპარტაკის" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძეა. ჯანოს ევროპაში გადაბარგების შესახებ დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ეს ამბავი ჭორებსა და მედიის სურვილს არასდროს გასცდენია. ყველამ იცის, რომ ქართველი ნიჭიერი და ტექნიკურია, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ევროპულ კლუბში ტრანსფერი ვერასდროს გამოვიდა.

როგორ შეუძლია ანანიძეს, რომელსაც ყოველთვის ტრავმები აწუხებს, "ვიტესის" დახმარება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საჭიროა, კარგად გავიაზროთ, რა მიზნები აქვს გუნდს. "ვიტესის" მაქსიმუმი ამ სეზონში მესამე ადგილის დაკავებაა. ჰოლანდიური ფეხბურთი მთლიანად შეტევაზეა კონცენტრირებული. ამიტომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისთვის ეს შესანიშნავი სივრცეა, თუმცა მისი სუსტი ჯანმრთელობა შესაძლოა ხელისშემშლელი გამოდგეს.

ჯანო თამაშზე დიდ დროს მკურნალობაში ატარებს. ამიტომ არავინ იცის, როდის რა მდგომარეობაში იქნება მინიატურული ქართველი. არადა, ანანიძის აღნაგობა მას არნემული კლუბის მექანიზმში სწორად ინტეგრაციაში დაეხმარება, თან კარავაევი და სლუცკი, რომლებთანაც მას რუსულად საუბარი შეეძლება, ქალაქთან და კლუბთან ადაპტაციაში დაეხმარებიან. "ვიტესი" ადრე "ქართული" კლუბი იყო, რომელსაც რომან აბრამოვიჩის მეგობარი მერაბ ჟორდანია მართავდა და კლუბში ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია თამაშობდნენ.

ანანიძე, რომლის მიმართ ინგლისური კლუბების ინტერესის შესახებ წლების წინ იწერებოდა, ინგლისში ფეხს იმ მიზეზის გამო ვერ მოიკიდებდა, რა მიზეზითაც ჰოლანდიასთან ადაპტაციას მარტივად მოახერხებს. მისმა აგენტმა თემურ ლეფსაიამ ჯანოს მომავ
ალთან დაკავშირებით ფრთხილი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველაფერს ნათელი ახლო მომავალში მოეფინება.

ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ ანანიძე უკვე არნემში კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ემზადება. მისი აგენტის სიფრთხილე იმას უნდა ნიშნავდეს, რომ თემურ ლეფსაიას ეშინია, რომ ეს ამბავი არ გამოვა. პირველ რიგში, ჯანომ აღდგენითი პროცესი უნდა დაასრულოს და კარგი იქნება, თუ მოსკოვში დარჩება - დღეს მისთვის უფრო მნიშვნელოვანი გამოჯანმრთელებაა და არა ევროპაში თამაშის უკანასკნელი შანსის გამოყენება" - ვკითხულობთ Sport.ru-ზე.


altРИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა

altჯანო ანანიძის აგენტი: მოდით, ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ გავაკეთებ

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხუთი გოლი და 10 ასისტი რომ გაეკეთებინა ამ დღეში არ იქნებოდა
ვახო
21:22 07-01-2019
0
ჰომ არ იცით რანაირი ქართულია? ;დდ ჰომ რა ჯანდაბაა! ;დ ხომ!!! ხ- ხ**
zura
18:37 07-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული