sport24: ჩაკვეტაძემ გასაბრწყინებლად კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას - მთავარია, ანანიძის ბედი არ გაიზიაროს

AutoSharing Option
რუსულმა sport24-მა წერილი გამოაქვეყნა იმ 10 პერსპექტიულ ფეხბურთელზე, რომლებმაც შეიძლება წელს თავი წარმოაჩინონ.

"მათ 2019 წელს გაიცნობთ. ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ მოედანზე ცეცხლი დაანთონ. საჭიროა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა. დაიმახსოვრეთ ეს გვარები", - აღნიშნულია წერილის ანოტაციაში და იმედისმომცემ მოთამაშეთა შორის მოხსენიებული "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ასეა დახასიათებული.

"ქართველი ტალანტით "ბარსელონაა" დაინტერესებული. ძალიან ნიჭიერი და მრავალმხრივი ფეხბურთელია. შეუძლია ითამაშოს როგორც ფლანგზე, ასევე უკანდახეულ თავდამსხმელად. ფინტების უზარმაზარი არსენალი დაეხმარა მსრაფლ დამკვიდრებულიყო ბელგიის ჩემპიონატში ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად. მთავარია, "სპარტაკის" უსაზღვროდ ნიჭიერი ქართველის ბედი არ
გაიზიაროს".

საუკეთესო ათეულში აგრეთვე დასახელებულნი არიან:
უსემ აუარი (ლიონი)
ტანგუი ნ'დომბელე (ლიონი)
ნიკოლო ბარელა (კალიარი)
კალუმ ჰადსონ-ოდოი (ჩელსი)
ალფონსო დევისი (ბაიერნი)
ისმაილა სარი (რენი)
რუბენ დიაში (ბენფიკა)
სანდერ ბერგე (გენკი)
ფერან ტორესი (ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 11 /
მაინც ეს ტრაბახი ერთ ნორმალურ გუნდში არ გვყავს ფეხბურთელი ეს ერთი მერე ობიექტურათ მითხარით ბრაზილიაზე მეტი ტალანტი გვყავს ჩვენ ? ასე თუ გაგრძელდა არავინ აღარ იყიდის ქართველ ფეხბურთელს ყაზახეთის და აზეიბაიჯანის გარდა მთლათ მოსპეს ქართული ფეხბურთის ავტორიტეტი
ვახო
06:11 08-01-2019
2
არავინ მინდა ვაწყენინო ან შეურაცმყოფა მივაყენო ეს არც მიცდია უბრალოთ არ შეიძლება თქვენ წერით ის რასაც სხვა საიტები წერენ დაითვალეთ რამდენი სტატია გამოაქვეყნეთ ჯანოზე და არცერთი რეალობასთან ახლოს არ არის
ვახო
05:42 08-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული