გადაწყდა - სამწუხაროდ ჯანო ანანიძე კარიერას "ვიტესში" კი არა "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს სამწუხაროდ "ვიტესში" თითქმის გაჩარხული ტრანსფერი ჩაეშალა და "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს კარიერას.

"კრილიას" განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა დაადასტურა, რომ ანანიძეს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ.

"პრინციპული შეთანხმება "სპარტაკთან" უკვე მიღწეულია, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ჯანო მედშემოწმებას 13 იანვარს გაივლის. იჯარა სეზონის ბოლომდე გაფორმდება. მერე ვნახოთ.

ჰოლანდიაში რაღაც არ გამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, რომ მზადაა ისევ იმუშაოს ჩემთან, როგორც ეს "როსტოვში" იყო. იქაც მწვრთნელი ბოჟოვიჩი იყო. მითუმეტეს ჩვენთან მისი უახლოესი მეგობარი სამედოვი გადმოვიდა. ", - განაცხადა შიკუნოვმა.

იჯარა
"კრილიასთვის" უფასო იქნება, ხელფასის ნაწილს ფეხბურთელს "სპარტაკი" გადაუხდის.

როგორც იუწყებიან, ჰოლანდიის საგადასახადო კანონმდებლობის გამო ანანიძის "ვიტესში" გადასვლა "სპარტაკისთვის" ფინანსურად ხელსაყრელი არ იყო.

ანანიძე სამარულ გუნდში ალეკსანდრ სამედოვთან ითამაშებს, რომელთან ერთადაც "სპარტაკში" ასპარეზობდა.

"კრილია სოვეტოვი" 17 ტურის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული). რუსეთის პრემიერლიგა 3 მარტს განახლდება და "კრილია" მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

alt"სპარტაკის" მწვრთნელი: ანანიძეს ყურადღებით და იმედით დავაკვირდებით

altრომანცევი: იღბლის თვალსაზრისით "სპარტაკი" ანანიძის გუნდი არ იყო

მკითხველის კომენტარები / 51 /
არასწორია გადაწყვეტილებაა, ევროპაში უნდა წასულიყო, ეს იყო ბოლო შანსი.
გივი
09 იანვარი 2019 15:40
0
dzalianac kargia tu samarashi gagrdzelebs karieras...satamasho praqtika eqnebe...warmatebebi janos...
romandro
09 იანვარი 2019 14:05
4
ალბათ ანანიძე არასოდეს წავა რუსეთიდან, არ უნდა და დარჩეს და იყოს სპარტაკის დუბლიორი ან ასე იმოგზაუროს ხან ,,როსტოვ"-ში, ხან ,,კრილია სოვეტოვ"-ში, ხან სად და ხან სად... ფული ჯოჯოხეთს ანათებს ...
ოთარ
09 იანვარი 2019 12:26
4
ჯანო წარმატებებს გისურვებ სადაც უნდა იყო. შენთვის ეხლა მთავარია გარკვეული პერიოდი სტაბილურად თამაში, რომ საკუთარ ძალებში დარწმუნდე. იმ ასაკში ხარ, რომელმაც იცის,როგორ უნდა მოიქცეს პროფესიონალი ფეხბურთელი, ნაკლების დრო გართობას და მეტი დრო ოჯახსა და ფეხბურთს.
გიზოგ
09 იანვარი 2019 10:14
1
ჯანო გისურვებ წარმატებას!!! ნაკრებს ჭირდები, შენი იმედი გვაქ!! კაი იქნებოდა უკეთესი გუნდი, მაგრამ შენი საქმის შენ უკეთესად იცი....// ისე კი ქალაქური გამოთქმა როა , ყველამ თავის ...... მამიდას მიხედოსო, ხომ გაგიგონიათ?! :D :D :D
Vasili
09 იანვარი 2019 02:44
5
აქ "კლავიატურის პატრიოტების" საყურადღებოდ ეხლა თქვენც ბრაზილიის ნაკრებზე არ საუბრობდეთ კიდე 100 წელი სადაც არის იმ დონეს ვერ გასცდება და მეორე ვითომ ეხლა თქვენ ძაან გედარდებათ ნაკრები ან ანანიძე და სულ ღამეები არ გძინავთ ხომ იცით, მაგრამ იცი რა გალაპარაკებთ შურიიი??? შური როცა წაიკითხეთ რომ ვიღაც ქართველს 2 მილიონი ევრო ქონია ხელფასი, ანანიძე ევროპაში რომ წასულიყო მოხვდებოდა მაქსიმუმ ბეტისში, ბოლონიაში, ჯენოაში... ამის მეტს ვერ გაქაჩავდა, იქ მაქსიმუმ ხელფას მისცემდნენ წლიურ 500 ათას დოლარს, სპარტაკში კი იღებს 2 მილიონს, ანუ წლიურად მილიონ ნახევარს დაკარგავდა და ეხლა იანგარიშეთ თუნდაც 4 წლის მანძილზე რამდენს დაკარგავდა ფინანსური თვალსაზრისით, 6 მილიონს. ეს თანხა ნებისმიერს ვინც აქ კომენტარებს ვწერთ ან ვკითხულობთ მთელი ცხოვრება გვეყოფოდა ისე რომ საერთოდ რომ აღარ გვეშრომა. თქვენ კიდე ვითომ თქვენის მოკლე " ჭკუით" აქ ანანიძეზე ქილიკობთ, ანანიძეს საქილიკო რა აქვს ბინა მოსკოვში, ბათუმში, ქობულეთში, რამდენიმე ავტომობილი მათ შორის ბენტლი. ერთი თქვენ იყოთ მის მაგივრად და გნახავდით რომელ ევროპაში წახვიდოდით რუსეთის მაგივრად მაგრამ ღმერთმა ეგ ბედი არ გარგუნათ და აფრქვევთ ეხლა შურს აქ აბა მეტი რა დაგრჩენიათ, მაგრამ მაგით ვის რას დაუშავებთ საკუთარი თავების გარდა, შური ჩრჩილივითაა გარედან რომ არ ჩანს და შიგნიდან ღრნის ადამიანს
megre
09 იანვარი 2019 01:25
21
100% იანი ხარ!ყოჩაღ!არ ესმით ზოგზოგს ეგ სიმართლე)
gvantsa
09 იანვარი 2019 14:28
1
100% ხარ ძმაო
დიმა
09 იანვარი 2019 09:50
1
ყველა გამოხმაურება
აქ "კლავიატურის პატრიოტების" საყურადღებოდ ეხლა თქვენც ბრაზილიის ნაკრებზე არ საუბრობდეთ კიდე 100 წელი სადაც არის იმ დონეს ვერ გასცდება და მეორე ვითომ ეხლა თქვენ ძაან გედარდებათ ნაკრები ან ანანიძე და სულ ღამეები არ გძინავთ ხომ იცით, მაგრამ იცი რა გალაპარაკებთ შურიიი??? შური როცა წაიკითხეთ რომ ვიღაც ქართველს 2 მილიონი ევრო ქონია ხელფასი, ანანიძე ევროპაში რომ წასულიყო მოხვდებოდა მაქსიმუმ ბეტისში, ბოლონიაში, ჯენოაში... ამის მეტს ვერ გაქაჩავდა, იქ მაქსიმუმ ხელფას მისცემდნენ წლიურ 500 ათას დოლარს, სპარტაკში კი იღებს 2 მილიონს, ანუ წლიურად მილიონ ნახევარს დაკარგავდა და ეხლა იანგარიშეთ თუნდაც 4 წლის მანძილზე რამდენს დაკარგავდა ფინანსური თვალსაზრისით, 6 მილიონს. ეს თანხა ნებისმიერს ვინც აქ კომენტარებს ვწერთ ან ვკითხულობთ მთელი ცხოვრება გვეყოფოდა ისე რომ საერთოდ რომ აღარ გვეშრომა. თქვენ კიდე ვითომ თქვენის მოკლე " ჭკუით" აქ ანანიძეზე ქილიკობთ, ანანიძეს საქილიკო რა აქვს ბინა მოსკოვში, ბათუმში, ქობულეთში, რამდენიმე ავტომობილი მათ შორის ბენტლი. ერთი თქვენ იყოთ მის მაგივრად და გნახავდით რომელ ევროპაში წახვიდოდით რუსეთის მაგივრად მაგრამ ღმერთმა ეგ ბედი არ გარგუნათ და აფრქვევთ ეხლა შურს აქ აბა მეტი რა დაგრჩენიათ, მაგრამ მაგით ვის რას დაუშავებთ საკუთარი თავების გარდა, შური ჩრჩილივითაა გარედან რომ არ ჩანს და შიგნიდან ღრნის ადამიანს
megre
09 იანვარი 2019 01:16
8
ჯანო ჯამრთელობას გიაურვებ მე მჯერა შენი სადაც არ უნდა იყო იტყვი შენსას თუ ჯამთელად იქნები
დიმა
09 იანვარი 2019 00:49
4
რას იზამდა აბა? კაცი რო სპარტაკში წავა სათამაშოდ, როცა ვენგერის არსენალის ვარიანტი აქ, ის არც კაცია და არც ფეხბურტელი. ფული ბაბაი , ფული! ასეთებისტVის კარი სამუდამოდ უნდა დაიხშოსნაკრებში, რო ბავშვები არ დაავადონ ამ ბაქტერიით. ასევეა ოქრიაშვილიც ა.შ.
gagi
09 იანვარი 2019 00:00
26
ვაი შენს პატრონს.რა არსენალი? რის არსენალი? რა ინგლისი? თუ შენ იცი უკეთესად რა იქნებოდა მისთვის უფრო სასარგებლო? განა რამდენი წელი გრძელდება ფეხბურთელის კარიერა?? მოაწერა ხელი მაგარ კონტრაქტს და საღოლ! ტრავმები რომ არა იქაც მაგრა გაქაჩავდა. თუ ფიქრობ ხალკი და ვიცელი ჯანოზე ნაკლები ფეხბურთელები არიან კარიერის პიკზე რომ რუსეთში თამაშობდნენ?? და ნაკრებში კიდე ჯანო თუ არა რომელი უნდა ათამაშო?!
Vakhtang Lobzhanidze
09 იანვარი 2019 04:15
5
აბა რას ელოდით? მესია თუ რონალდუ
ფუი
08 იანვარი 2019 22:56
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული