"სპარტაკის" მწვრთნელი: ანანიძეს ყურადღებით და იმედით დავაკვირდებით

AutoSharing Option
"სპარტაკის" მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა "კრილია სოვეტოვში" განათხოვრებულ ნახევარმცველებზე ჯანო ანანიძეზე და არტიომ ტიმოფეევზე გააკეთა კომენტარი.

"ეს ფეხბურთელები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეკრებაზე არ წავიყვანეთ და "კრილია სოვეტოვში" გავუშვით იჯარით.

მიზანი ცხადია: მაქსიმალური სათამაშო პრაქტიკა უნდა მიიღონ. ჩვენ მათზე იმედით მაქსიმალურად დაკვირვებას განვაგრძობთ", - განუცხადა კონონოვმა კლუბის საიტს.

მოკლედ, ანანიძეს "სპარტაკი" კიდევ ერთ შანსს აძლევს. თანაც, სამარულ გუნდში მისი მწვრთნელი ბოჟოვიჩი იქნება, რომელიც იმ "როსტოვს" ედგა სათავეში, რომელშიც ჯანო და არტიომ ძიუბა იყვნენ განათხოვრებული.

და კიდევ - "კრილიას" ნახევარდაცვა ლამის მთლიანად ექს-სპარტაკელებით
იქნება დაკომპლექტებული: ანანიძე, სამედოვი და ტიმოფეევი.

ანანიძეს ხელფასის ნაწილს "სპარტაკი" გადაუხდის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბიჭი თვითონ თუ ვერ ხვდება, სხვა მაინც ვერ ეტყვის, რომ ყველაფერს აკეთებს კარიერული დეგრადაციისთვის და ახალი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო?! 10 წელი რით ვერ დააკვირდნენ, ან ჯანო როგორ ვერ მიხვდა, რომ მაგრად კიდიათ.

ქართველო ფეხბურთელებო, არა რუსეთის პახანკა ჩემპიონატს!!!
გიორგი
09:43 09-01-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული