არ დაკარგო და არ მოიტეხო - რამდენი ტრავმა მიიღო ჯანო ანანიძემ ბოლო 3 წლის განმავლობაში?

AutoSharing Option
რუსული გამოცემის, Sports.ru-ს ბლოგერმა ჯანო ანანიძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც მისი ტრავმების შესახებ წერს.

ვფიქრობთ, აღნიშნული პუბლიკაცია ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.

"მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მკურნალობასა და ფორმაში ჩადგომაში იმდენ დროს კარგავს, რომ ფეხბურთის თამაშისთვის დრო აღარ რჩება. ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის მოკლე სამედიცინო ჩანაწერის წაკითხვისას რთულია, მის მიმართ თანაგრძნობის განცდა არ გაგიჩნდეთ.

ახალგაზრდა ასაკში ჯანო ანანიძე უნიკალური ფეხბურთელი იყო. ჩვეულებრივ, ვინც თანაგუნდელებისგან მკვეთრად გამოირჩევა, ამას ფიზიკური განვითარების ხარჯზე ახერხებს, ხოლო დროთა განმავლობაში სხვაობა მცირდება, ასაკთან ერთად კი დიდ ფეხბურთში
სხვაობა სულ უფრო შეუმჩნეველი ხდება.

ჯანო სრულიად საპირისპირო პერსონაჟია - ის ყველა გუნდში ასაკით და აღნაგობით ყველაზე პატარა იყო, მაგრამ ყველგან შეუდარებლად თამაშობდა. საკმარისია გავიხსენოთ მისი გადასვლა კიევის "დინამოდან" "სპარტაკში" - 15 წლის ქართველმა მაშინვე დაამტკიცა, რომ ასაკობრივ გუნდებში მას არაფერი ესაქმებოდა და მღელვარე დებიუტიდანვე დუბლებში დაიმკვიდრა ადგილი.

ჯანო აქაც ყველასგან გამორჩეული იყო და ძირითადი გუნდისგან მიწვევაც დაიმსახურა. მან პირველივე თამაშზე გოლი გაიტანა, როცა 17 წლისაც კი არ იყო. ხოლო, როცა 17 წელი შეუსრულდა, რუსეთის ჩემპიონატზე გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა, რომელმაც თავით "ლოკომოტივს" გაუტანა.

ახლა ჯანო 26 წლისაა. ის არც მოწინავე ევროპულ კლუბში გადასულა, როგორც უწინასწარმეტყველებდნენ, არამედ აღმოჩნდა, რომ არც "სპარტაკს" სჭირდება. ქართველის ნიჭი უდავოა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა ჯანოს გამოჯანმრთელება და თავის ნახევრად გამოვლენის მოლოდინმა მაინც დაღალა. მისი კარიერის განმავლობაში ჯანომ იმდენი ტრავმა მიიღო, რომ დასახელება რთულია: მათ დათვლას ბოლომდე ვერავინ შეძლებს. ათვლა დავიწყოთ, როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, მის კარიერაში პირველი ყველაზე სერიოზული ტრავმით.

მარცხენა კოჭ-წვივის სახსარი: 2015 წლის სექტემბერი - 2016 წლის თებერვალი
მოგვიანებით ფეხბურთელმა გაიხსენა, რომ ამ ტრავმის გამო თითქმის 7 თვე ვეღარ თამაშობდა, თუმცა ისტორია საკმაოდ უცნაურია. 2015 წლის 4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შოტლანდიის თამაშის დროს ჯანომ ტრავმა მიიღო, შემდეგი მატჩი გამოტოვა, მერე კი კლუბში დაბრუნდა. იქ მან მუშაობა ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო.

11 სექტემბერს დიმიტრი ალენიჩევი აცხადებს, რომ ანანიძემ გუშინდელ ვარჯიშზე დაზიანება მიიღოო. მომდევნო 2 თვის მანძილზე კი "სპარტაკის" ოფიციალური გვერდი ქომაგებს ამცნობს, რომ ჯანო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ამ პროგრამის მიხედვით, ანანიძე ბევრს დარბოდა. "საქართველო-შოტლანდიის ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში მიღებული კოჭ-წვივის ტრავმა მას ხშირად ახსენებს თავს" - წერს პრესსამსახური 16 სექტემბერს.

Sportall.Ge

ჯანო არ თამაშობს, ყოველი მატჩის წინ ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს, ვიდრე 10 ნოემბერს, წინა თამაშიდან 2 თვის შემდეგ, ცნობილი არ გახდა, რომ ფეხბურთელს ფინეთში მარცხენა კოჭ-წვივის სახსარზე ოპერაცია გაუკეთდა. ანანიძე ოპტიმისტურადაა განწყობილი და დაბრუნებას მალევე, შეკრების დასაწყისისთვის აპირებს, მაგრამ ვარჯიშს მხოლოდ თებერვლის დასაწყისში იწყებს.

სეზონის დაწყებამდე არასრულფასოვანი მომზადება ჯანოს პირველივე წუთიდან თამაშის შანსებზე ახდენს გავლენას: მარტში ის მხოლოდ ორჯერ გამოდის შეცვლაზე და ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება.

2016 წლის აპრილის დიდი ნაწილი
29 მარტს ეროვნული ნაკრების მაისურით ჯანომ 78 წუთი ითამაშა, 8 აპრილს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაკრებში გაციების გამო ის ბოლომდე არ გამოჯანმრთელდა. შემდეგ კიდევ ერთ მატჩს, ახლა უკვე "ზენიტთან" გამოტოვებს. 19 აპრილს კი ფეხბურთელის საერთო ჯგუფში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება. შესაძლოა, ამ დროის განმავლობაში მან კიდევ მიიღო რაიმე სახის ტრავმა, რადგან გაციებისთვის 20 დღე ძალიან ბევრია.

მიუხედავად ამისა, ქართველი ფეხბურთელი ფორმაში მალევე შედის. ალენიჩევი მას ენდობა და მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში აყენებს. როგორც იქნა, სრულფასოვანი მომზადება შედგა - საბოლოოდ ალენიჩევის ნდობით გაფრთიანებული სეზონის დასაწყისში პირველ 2 თამაშზე ჯანოს 3 გოლი გააქვს.

ბარძაყის კუნთების სპაზმი: 4 აგვისტო - 16 აგვისტო
შემდეგ კი აკე-სთან დაუვიწყარი საპასუხო მატჩი გაიმართა, როცა შესვენების შემდეგ "სპარტაკმა" ჩემპიონობისკენ პირველი ნაბიჯი უკვე ანანიძის გარეშე გადადგა. ჯანო პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, რის შემდეგაც მოედანზე 21 აგვისტომდე არ გამოჩენილა.

თუმცა, კარერას დროს ჯანოს კარიერაში ყველაფერი არცთუ ისე ცუდად მიდიოდა. ტრავმებმა ცოტა ხნით დაასვენეს და ანანიძე ძირითად შემადგენლობაში ადგილს ინარჩუნებდა. გუნდმა კი გამარჯვება დაიწყო.

Sportall.Ge

ლოგიკურია, რომ 27 ოქტომბერს "სპარტაკმა" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშისთვის კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა, რომელსაც სეზონის ბოლოს შეთანხმება ეწურებოდა. ჯანოს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუგრძელეს.

ბარძაყის კუნთები: 4 ნოემბერი - 18 ნოემბერი
და კვლავ ბარძაყის კუნთები: 4 ნოემბერს "სპარტაკმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანომ ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, მაგრამ 18 რიცხვში მასიმო კარერამ განაცხადა, რომ ფეხბურთელმა ძალები თითქმის აღიდგინა. 20 ნოემბერს ანანიძე მოედანზე გამოდის და "ამკართან" თამაშს იგებს, რის შემდეგაც ალბათ მიხვდებით, რაც მოხდა...

ბარძაყის კუნთების მიოზიტი: ნოემბრის ბოლო
ჯანოს კვლავ ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევა უწევს და გროზნოში გამგზავრებას გამოტოვებს. 1-ელ დეკემბერს ნახევარი საათით გამოდის ცივ სამარაში ("სპარტაკი" 0:4 აგებს) და ამით სრულდება ბარძაყის პრობლემებით დატვირთული წელი.

მუხლის დაზიანება: 13 თებერვალი, 2017 წ.
პრინციპში, საშიში არაფერია: შეკრება ნორმალურად მიმდინარეობს. მცირე დაჟეჟილობის გამო კარერამ გადაწყვიტა, ფეხბურთელს გაფრთხილებოდა და "რუბინთან" სპარინგში არ გამოიყვანა. მომდევნო დღეს ანანიძე საერთო ჯგუფში ბრუნდება.

ბარძაყის კუნთები: 26 თებერვალი - 2 მარტი
ეს კი უკვე ნაკლებად სასიამოვნოა: ისევ ძველი პრობლემები, სეზონისთვის მომზადების ბოლო მნიშვნელოვანი დღეების გამოტოვება. შედეგად ჯანო "კრასნოდართან" არ გამოდის, "ანჟთან" კი მხოლოდ ნახევარ საათს თამაშობს.

შემდეგ ყველაფერი კარგად მიდის: ქართველი საწყისს უბრუნდება, ეროვნული ნაკრებიდან ტრავმის გარეშე და დუბლით ბრუნდება და ჩემპიონი გუნდის ძირითად შემადგენლობაში გამოდის, თუმცა შედეგიანი მოქმედებებით არ გამოირჩევა და როსტოვში მარცხის შემდეგ (0:3) სკამზე ჯდება, რომელივ ამჯერად არა ჯანმრთელობის, არამედ თამაშის გამო დაიმსახურა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ ჯანო "სპარტაკის" ძირითადი შემადგენლობის წევრად თავს ვეღარ იგრძნობს, თუმცა ჩემპიონობას იზეიმებს.

ივნისი
9 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი აცხადებს, რომ ჯანო ნაკრებიდან ტრავმის გამო გაუშვა. რა ტრავმა ჰქონდა მას, არ დაუკონკრეტებია, მაგრამ საბოლოოდ ანანიძე შვებულებაში გავიდა და ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.

მუხლი: 6 სექტემბერი - 18 სექტემბერი
შემოდგომაზე "სპარტაკის" მოთამაშემ ეროვნული ნაკრებისთვის მაინც ითამაშა, მაგრამ ახალი ტრავმით დაბრუნდა. რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა, მაგრამ 20 რიცხვში "კუბანის" წინააღმდეგ სრული შეხვედრა ითამაშა და 3 დღის შემდეგ "ანჟთან" თამაშზე სასტარტოში გამოვიდა.

მარცხენა კოჭ-წვივის სახსარი: 23 სექტემბერი, 2017 წ. - 2 მარტი, 2018 წ.
36-ე წუთზე ჯანომ "ღია არენის" მოედანი დატოვა და საშინელებაა, მაგრამ ის მოედანზე დღემდე არ დაბრუნებულა. უკვე 2019 წელია, 15 თვეზე მეტი გავიდა, ჯანოს კი "სპარტაკის" საშინაო სტადიონზე აღარ უთამაშია.

სადღაც ეს უკვე ვნახეთ, ხომ? მარცხენა კოჭ-წვივი, დუმილი და მოულოდნელი ოპერაცია. 12 ოქტომბერს "სპარტაკმა" გვამცნო, რომ ნახევარმცველის ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამჯერად მყესების ოპერაცია რომში ჩატარდა.

მოსალოდნელი იყო, რომ ანანიძე ზამთარში დაბრუნდებოდა და შეკრებაში მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ საერთო ჯგუფში ფეხბურთელის დაბრუნებაზე სიახლე მხოლოდ გაზაფხულზე გავრცელდა. ჯანომ "ლოკომოტივის" წინააღმდეგ 15 წუთი ითამაშა, ორჯერ შეიყვანეს განაცხადში და სათამაშო პრაქტიკის გარეშე ეროვნულ ნაკრებში გაემგზავრა.

მარჯვენა მუხლზე კრისტალური ლიგნატი: 24 მარტი - 21 სექტემბერი
კატასტროფა ლიეტუვასთან მატჩის მე-11 წუთზე მოხდა: ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მას შემდეგ საჯარიმოში პასი "მაკრატელათი" გააკეთა. ქართველებმა მოწინააღმდეგე დაამარცხეს, მაგრამ ამას ჯანოს ტრავმა არ შეუმსუბუქებია. ისევ რომი, კვლავ ოპერაცია, ამჯერად მუხლზე კრისტალური ლიგნატის პლასტიკა.

Sportall.Ge

ჯანო მხოლოდ 26 სექტემბერს დაბრუნდა, როცა "ჩერნომორცთან" მატჩის 83-ე წუთზე გამოვიდა. შემდეგ ისევ ეროვნულ ნაკრებში გამგზავრება, მაგრამ ერთა ლიგაში საქართველოს ტრიუმფალურ გამოსვლაში ჯანოს წვლილი არ შეუტანია: მხოლოდ 23 წუთი ანდორასთან თამაშის დროს.

"სპარტაკისთვის" მან მხოლოდ დეკემბერში ითამაშა, მახაჭყალაში თამაშის დროს, მოედანზე გასვლისთანავე ლამაზი საგოლე გადაცემა გააკეთა. "ვილარეალთან" დახმარება, რა თქმა უნდა,  ვერ შეძლო.

ვიმედოვნებთ, რომ ტრავმის გარეშე ჩაივლის: იანვარი, 2019 წ. - იქნებ 2019 წლის ივნისი მაინც
2015 წლის სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე ჯანოს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, რის გამოც თამაშებისა და ვარჯიშების გამოტოვება მინიმუმ 11-ჯერ მოუხდა. 3-ჯერ ეს სერიოზული ტრავმა იყო.

"კრილიამ" იჯარით ნიჭიერი, მაგრამ პრობლემური კოჭ-წვივის, მუხლისა და ბარძაყების მქონე ფეხბურთელი მიიღო, ვისთვისაც ეროვნულ ნაკრებში გამგზავრება რეკომენდებული არ არის.

შესაძლოა, არც რუსეთში თამაში იყოს სასურველი. ალბათ, უფრო მსუბუქი სათამაშო სტილის გამო სურდა ლეონიდ სლუცკის "ვიტესში" წასვლა, მაგრამ იძულებული გახდა, სამარაში კარიერის აღდგენაზე დათანხმებულიყო.

ჯანო ის ადამიანია, რომელმაც მსაჯის გამოთქმა "წარმატება ტრავმების გარეშე" განსაკუთრებულად უნდა მიიღოს, ხოლო ჯანმრთელობა ბანალურობის გარეშე უსურვოს სხვებს.

Sportall.Ge

სასურველია, რომ მანდ ნაყოფიერად იმუშაოს შეკრებაზე და როგორმე რამდენიმე თვე ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე გაიაროს - "როსტოვში" იმავე ბოჟოვიჩთან და შიკუნოვთან ეს ყველაფერი ხომ გამოვიდა.

რამდენადაც მარტივად გამოსდიოდა ჯანოს ახალგაზრდულ ფეხბურთში, იმდენად რთულია დიდ ფეხბურთში. არ ვიცი, როგორი ადამიანია ჯანო, თუმცა ფეხბურთის მიმართ სიყვარულისა და მისი ნიჭის წყალობით ის ნამდვილად იმსახურებს თუნდაც ნახევარი წლით შეძლოს ტრავმების გარეშე, ნორმალური თამაში.

ფურცელზე ბეჟოვიჩის სქემაში 4-2-3-1 შემტევი ჯგუფი - სამედოვი-ჯანო-მოლო-კანუნიკოვი (კორნილენკო) ანტონის დახმარებით შთამბეჭდავად გამოიყურება. ცუდი ის არის, რომ დასახელებული კვარტეტიდან 34 წლის სამედოვი ყველაზე ჯანმრთელი ფეხბურთელია. ამიტომ სამარის გულშემატკივრებს ამ შემადგენლობის ნახვა შესაძლოა არ ეღირსოთ.

მაგრამ ჯანოს აყვანით "კრილია" მხოლოდ მისი ხელფასით რისკავს. უფრო სწორად, ნახევარი ხელფასით, რომელსაც თავად იხდის. პოტენციურად შეიძლება რისკი გამართლდეს, ოღონდ ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს.

ავტორი: ანა ვერძაძე

altგადაწყდა - სამწუხაროდ ჯანო ანანიძე კარიერას "ვიტესში" კი არა "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვერ დაკაცდა.
status quo
10:03 10-01-2019
1
საწყენია მარა სიმართლეა, რომ ჯანო, თან ჯანო მაინც არ ერქვას 13 წლის ბალრსა გავს და სპარტაკი რატომ აჩერებს ვერ ვიგებ, მაგას თელავის ნადიკვარიც არ აიყვანდა, ვის უნდა ბალღები გუნდში??? თან ერთხელ ითამაშებს და ექვსი თვე ლოგინშია. ვერ გაიზარდა, დარჩა მეშვიდე კლასელად.
კ ო მ ბ ლ ე
03:40 10-01-2019
4

სიახლეები პოპულარული