გიორგი რეხვიაშვილი საბერძნეთის "ლევადაიკოსში" გადავიდა

AutoSharing Option
"ლევადაიკოსის" საიტი იუწყება, რომ მათ გუნდში 30 წლის ქართველი ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი ჩაირიცხა.

ბერძნულმა კლუბმა მას 1.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

რეხვიაშვილს "საბურთალოსთან" კონტრაქტი დაუსრულდა და "ლევადაიკოსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

საიტი გულშემატკივარს ამცნობს, რომ ის საქართველოს ჩემპიონი გუნდის, "საბურთალოს" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

"ლევადაიკოსი" 14 ტურის შემდეგ 8 ქულით საბერძნეთის ჩემპიონატზე ბოლოსწინა, მე- 15 ადგილზეა.

ეს გუნდი 13 იანვარს "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს და შესაძლოა ახალ გუნდში გიორგის დებიუტი შედგეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები გიორგის!
გიზოგ
12:01 10-01-2019
0
გიორგი ეს რა პრიჩოსკა გიკეთია? ნუ დაემსგავსეთ ქალებს.
რობი
11:38 10-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული